რესწ (RECP) #2 კლუბის 1 შეხვედრა, 28.01.2021

ტრეინინგები RECP კლუბებისათვის, ღონისძიებები

მოდული 1: ბიზნეს გარემოსდაცვითი პროფილის

აღნიშნული ტრენინგი ეხმარება საწარმოებს შეიცნონ RECP ღონისძიებების და RECP სამოქმედო გეგმის შესაძლებლობები და სარგებელი, რაც ეფუძნება ეკონომიკურ და გარემოსდაცვით გამოსავლებზე და საწინდარია მნიშვნელოვანი საწარმოო გაუმჯობესებებისა.

მოდული 1 – ბიზნეს გარემოსდაცვითი პროფილი ფოკუსირებულია საწარმოთა ტექნიკურ პროცესებზე, მენეჯმენტსა და საინფორმაციო სისტემებზე. კერძოდ კი, აერთიანებს შემდეგ საკითხებს: საწარმოს პროფილის შექმნა, რომელიც მოიცავს რესურსების მოხმარების და გარემოზე ზემოქმედების იდენტიფიცირებას და ამ ყოველივეს ფიზიკურ ერთეულებში (ტონა, კვტ.სთ, მ3 და სხვა.) და ასევე მონეტარული ღირებულების შეფასების საშუალებას იძლევა.

ტრეინინგის მონაწილეები არიან ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, RECP კლუბის წევრი საწარმოები და ევროკავშირი გარემოსთვის (EU4Environment) ეროვნული კოორდინატორი. ტრენინგს უძღვება ეროვნული განმახორციელებელი პარტნიორი (NIP) საქართველოს ენერგოეფექტურობის ცენტრი (EECG) და ტრეინინგს ატარებს RECP კლუბების ეროვნული ფასილიტატორი, რომელიც არის ექსპერტი RECP საკითხებსა და მეთოდოლოგიაში.

ტრეინინგის მასალა