მესამე ფორუმი, თბილისი, 17 დეკემბერი 2015

ფორუმები

რესურსეფექტური და სუფთა წარმოების მეთოდებსა და მიდგომებს საკითხებისადმი მიძღვნილი მესამე  ფორუმი, თბილისი, 17  დეკემბერი 2015

UNIDO-ს “რესურსეფექტური და სუფთა წარმოების სადემონსტრაციო პროექტის” კომპონენტის “რესურსეფექტური და სუფთა წარმოების დამკვიდრება ქვეყანაში” ფარგლებში მოეწყო ფორუმი.  ღონისძიება გაიმართა 2015 წლის 17 დეკემბერს, ქ. თბილისში. იგი მიეძღვნა რესურსეფექტური და სუფთა წარმოების მეთოდებსა და მიდგომებს.

ფორუმი ორგანიზებული იქნა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით. ფორუმს ესწრებოდნენ იყო ტექნიკური უნივერისტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის გარემოსდაცვით ინჟინერიისა და ეკოლოგიის დეპარტამენტის პროფესორ-მასწავლებლები. ასეთი სამიზნე აუდიტორია შეირჩა რესურსეფექტური და სუფთა წარმოების მიდგომის შესახებ აკადემიური წრეებისა და გარემოს დაცვის სექტორში მოღვაწე მომავალი პროფესიონალების ინფორმირების მიზნით.პროექტის ეროვნულმა კოორდინატორმა ბ-ნმა მალხაზ ადეიშვილმა აუდიტორიას ინფორმაცია მიაწოდა Eაპ GღEEN პროგრამისა და მისი კომპონენტის “რესურსეფექტური და სუფთა წარმოების სადემონსტრაციო პროექტი”-ს შესახებ.  პროექტის ადვოკატირების და საზოგადოებასთან ურთიერთობის ექსპერტმა ქ-ნ მანანა პეტაშვილმა წარმოადგინა პრეზენტაცია რესურსეფექტური და სუფთა წარმოების მეთოდებისა და მიდგომების შესახებ,  ასევე დამსწრეთ გააცნო UNIDO-ს “რესურსეფექტური და სუფთა წარმოების სადემონსტრაციო პროექტის” დახმარებით ქართულ მცირე და საშუალო ზომის საწარმოებში ამ კუთხით განხორციელებული ღონისძიებები. ენერგოეფექტურობის ექსპერტმა ბ-ნმა ნიკა ჯავშანაშვილმა წარმოადგინა პრეზენტაცია ენერგოეფექტურობასა და რესურსეფექტური და სუფთა წარმოების კლუბების შესახებ; ასევე, ტექნიკური უნივერსიტეტის ლექტორმა ბ-ნმა ჯიმშერ ქერქაძემ წარმოადგინა პროექტით მოცული ერთ-ერთი საწარმოს რესურსეფექტური და სუფთა წარმოების კუთხით შეფასების შედეგები.

ფორუმის მონაწილეები დაინტერესდნენ როგორც პროექტის საქმიანობით, ასევე რესურსეფექტური და სუფთა წარმოების მეთოდოლოგიით. მათ აქტიურად იმსჯელეს საქართველოში მცირე და საშუალო ზომის საწარმოების წინაშე მდგარ გამოწვევებზე და მათი “მწვანე” განვითარების შესაძლებლობებზე.