პირველი სასწავლო სემინარი რესურსეფექტური და სუფთა წარმოების ექსპერტებისთვის, 4.02-5.02.21

ტრეინინგები, ღონისძიებები

რესწ ტრენინგის და სწავლების პროგრამა მიზნად ისახავს მსმენელების ინფორმირებულობას რესწ მეთოდოლოგიის პრინციპებზე. პროგრამა შედგება სასწავლო სესიების და სამწვრთნელო საქმიანობისაგან, რომელიც განავითარებს რესწ შესაძლებლობებს ქართველ პროფესიონალებს შორის და აჩვენებს მის სარგებელს შერჩეულ სამრეწველო კომპანიებში. მიმდინარე დღის წესრიგი ეძღვნება სასწავლო პროგრამის პირველ ბლოკს, რომელიც იყოფა ორ ნაწილად.

სასწავლო პროგრამა მონაწილეებს მისცემს საჭირო პოტენციალს, რათა შეიმუშაონ საწარმოს შეფასების ანგარიშები კონკრეტული საწარმოს რესწ შეფასებისთვის. ეს ინტერაქტიული სასწავლო პროგრამა საშუალებას მისცემს პროგრამის მსმენელებს  მომავალში ჩაატარონ დამოუკიდებელი რესწ შეფასება.

მონაწილეები შეისწავლიან::

  • რა არის რესწ
  • როგორ შევაფასოთ წარმოების პროცესების ეფექტურობა და განვსაზღვროთ შესაძლებლობების სფეროები
  • რესწ-ის კარგი პრაქტიკა – ენერგოეფექტურობა, წყლის და მასალების მენეჯჰმენტი
  • რესწ პროექტების შემუშავება
  • ბიზნესის დაგეგმვა და დაფინანსების მიღება

https://zoom.us/meeting/tJEsdOmoqzwrHdIgzM9qnHCEN2lOd9eJFujr/ics?icsToken=98tyKuCtrzgqGtGSsR6BRowMBYjCc_TwmGZcgqd0mwXIWjFdSiDTGLBOHbYmFfL2

ღონისძიების მასალა

RECP Club 1 Meeting Module 2: Energy, 27.01.21

Events, ტრეინინგები RECP კლუბებისათვის, ტრეინინგები

Module 2 – Energy focuses on understanding the energy use in the enterprise and developing energy efficiency options for processes, utility systems and buildings management and appraising these in both physical units (kWh, m3, etc) as well as their monetary value.

Initially, participants of the RECP Programme will be provided much guidance and support. To provide those, various activities will be implemented in close contact with the RECP Clubs’ Facilitator and the club member SMEs. The club’s member SMEs will be trained using the different tools (presentations, templates, worksheets, etc.). At the end of the Programme period, the trainees will be able to develop an RECP action plan and implement it as a result of full-scale RECP assessment by themselves.

The training participants are representatives of local Municipalities hosting the Clubs and the club member SMEs. The Club meetings are prepared with support of  National Implementing partner (NIP) the Energy Efficiency Centre of Georgia (EECG) leading the training and conducted by the national RECP Clubs’ facilitator who is an expert on RECP.

Event Materials

ტრეინინგი რესურსეფექტური და სუფთა წარმოების მეთოდებზე, 21.12.20

ტრეინინგები, ტრეინინგები RECP კლუბებისათვის, ღონისძიებები

ტრეინინგის 1 სესია  დაიწყო  11:00  და გაგრძელდება  5 საათი.

პირველი ტრეინინგი ტარდება ადგილობრივი ექსპერტებისათვის  და სადემონსტრაციო კომპანიების წარმომადგენლებისათვის რესურსეფექტური და სუფთა წარმოების მეთოდებზე. ტრეინინგში მონაწილეობას იღებს 14 ექსპერტ-სტჟიორი და 13 სადემონსტრაციო კომპანიის წარმომადგენელი. ტრეინგს ატარებს საერთაშორისო ექსპერტი სერგეი ფასჩევსკი, მთავარი კონსულტანტი ენერგეტიკის, გარემოსდაცვის და კლიმატის შერბილების საკითხებში

ტრეინინგის მასალა

მოდული 1. RECP კონცეფცია

მოდული 2 RECP ინდიკატორები

სემინარი თემაზე: გენდერის როლის გაძლიერება ქვეყნის მრეწველობის მწვანე განვითარებაში, 3.12.20-4.12.20

ტრეინინგები, ღონისძიებები

სემინარი თემაზე: გენდერის როლის გაძლიერება ქვეყნის მრეწველობის მწვანე განვითარებაში ჩატარების დრო და თარიღი: 3 დეკემბერი (12:00-16:00) და  4 დეკემბერი (12:00-16:00)
სამუშაო ენა: ინგლისური (სინქრონული თარგმნა ქართულ ენაზე)
სემინარი გენდერის როლის გაძლიერების შესახებ, წარმოადგენს გენდერული თანასწორობის სტრატეგიის ნაწილს და მოიცავს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში გენდერული საკითხის ანალიზსს.

იგი აფასებს ექვს პარტნიორ ქვეყანაში პროექტის საკითხებზე გენდერულად დიფერენცირებულ ზეგავლენას, აგროვებს სქესის მიხედვით განაწილებულ საბაზისო მონაცემებს და განსაზღვრავს სამთავრობო უწყებებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, საზოგადოებაზე დაფუძნებულ ორგანიზაციებსა და ქალთა ასოციაციებს ან ჯგუფებს, რომელთა საქმიანობა ფოკუსირებულია გენდერულ და გარემოსდაცვით საკითხებზე.

რეგისტრაციის ლინკი

დღის წესრიგი

განცხადება რესურსეფექტური და სუფთა წარმოების ადგილობრივი ექსპერტ-სტაჟიორის შესარჩევად, 14.07.2020

ტრეინინგები

 

 თანამდებობა:  რესურსეფექტური და სუფთა წარმოების ადგილობრივი ექსპერტ-სტაჟიორი.

სტაჟირების ადგილი: თბილისი და საქართველოს რეგიონები

სტაჟირების დაწყების თარიღი:  2020  წლის ივლისი

 პროექტის შესახებ

ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველო (www.eecgeo.org) ევროკავშირის პროგრამის „ევროკავშირი გარემოსთვის“ (EU4Environment) ფარგლებში დაფინანსებული პროექტის „ცირკულარული ეკონომიკა და ახალი შესაძლებლობები- რესურსეფექტური, სუფთა წარმოება და ეკო-ინოვაცია მცირე და საშუალო საწარმოებისათვის“ მიზნებიდან გამომდინარე, იწვევს გარემოსდაცვით, საინჟინრო და სამრეწველო ტექნოლოგიების, ბიზნეს მენეჯმენტის სფეროში მომუშავე ექსპერტებს სტაჟირებისა და თანამშრომლობისთვის.

პროგრამის  ძირითადი მიმართულებაა საწარმოებში რესურსეფექტური და სუფთა წარმოების (RECP) და ეკო-ინოვაციური მეთოდების მასშტაბური დანერგვის ხელშეწყობა წარმოების ეფექტურობის ამაღლების, გარემოსდაცვითი მენეჯმენტის გაუმჯობესებისა და ადამიანური პოტენციალის განვითარების გზით.

პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია 40-მდე მცირე და საშუალო ზომის საწარმოს შერჩევა, მათი ბიზნეს-მოდელების ანალიზი, მათი თანამშრომელებისთვის ტრეინინგების ჩატარება  და  შერჩეულ კომპანიებში რესურსეფექტური შეფასების განხორციელება. ასევე იგეგმება რესურსეფექტურობისა და სუფთა წარმოების კლუბების დაარსება ქვეყნის ორ რეგიონში, რომლებიც ხელს შეუწყობენ კოლეგებს შორის გამოცდილების გაზიარებას. პროექტის სექტორალურ საფოკუსე ჯგუფში შედიან სამშენებლო მასალების, კვების მრეწველობის, ნარჩენების გადამუშავების /ქიმიური მრეწველობის კლასტერში მოქმედი მცირე და საშუალო ზომის საწარმოები.

დეტალური ინფორმაცია პროგრამის შესახებ იხილეთ შემდეგ ვებ-გვერდებზე:

http://eecgeo.org/ge/project_recp.htm

ექსპერტ-სტაჟიორის მოვალეობები:

  1. გაიაროს ტრენინგის კურსი (6 დღე ეტაპობრივად, დროის სხვადასხვა პერიოდში) რესურსების ეფექტური გამოყენების და სუფთა წარმოების მეთოდებსა და ტექნოლოგიებში; ტრენინგს ჩაატარებენ საერთაშორისო და ადგილობრივი სერტიფიცირებული ექსპერტები.
  2. პროექტის RECP ექსპერტების დახმარებით მოამზადოს კვების, ქიმიური და სამშენებლო მასალების სექტორიდან შერჩეულ სადემონსტრაციო კომპანიები RECP მეთოდოლოგიის პრაქტიკული დანერგვისათვის;
  3. პროექტის განხორციელების მეორე ეტაპზე, 6 თვეში ერთხელ ექსპერტ-სტაჟიორები იმუშავებენ დამოუკიდებლად და ჩაატარებენ სადემონსტრაციო კომპანიებში განხორციელებული ღონისძიებების მონიტორინგს და მიღებული შედეგების დოკუმენტირებასა და ანალიზს. მონიტორინგში ჩართული ექსპერტები მიიღებენ ანაზღაურებას.
  4. ექსპერტ-სტაჟიორი იმუშავებს პროექტის ექსპერტების და ეროვნული კოორდინატორის ხელმძღვანელობით.

  კვალიფიკაცია:

 განათლება:     

მაგისტრის  ან მისი ექვივალენტი საუნივერსიტეტო ხარისხი შემდეგი სპეციალობებით:  ინჟინერი, სამრეწველო ტექნოლოგიები, ბიზნეს მენეჯმენტი, გარემოს დაცვა.

 

გამოცდილება და ცოდნა:

  • პრაქტიკული გამოცდილება ისეთ სფეროებში, როგორიცაა სამრეწველო ტექნოლოგიები, გარემოს დაცვა და ენერგიის მართვა სამრეწველო საწარმოებში;
  • სამრეწველო ციკლის და ტექნოლოგიების ცოდნა ისეთ დარგებში, როგორიცაა კვების მრეწველობა, სამშენებლო მასალების და ქიმიური ნივთიერებების წარმოება;
  • მწვანე ეკონომიკის, სუფთა წარმოების, ენერგოეფექტურობის კონცეფციის და მეთოდოლოგიის ცოდნა.
  • კერძო სექტორში და სამრეწველო კომპანიებში მუშაობის გამოცდილება;

 

განაცხადების მიღების წესი:

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი შრომითი ავტობიოგრაფია (CV) ელექტრონული ფორმით, შემდეგ მისამართზე:  m_dadi@eecgeo.org

ინტერვიუზე მიწვეული იქნებიან მხოლოდ შერჩეული კანდიდატები.

განცხადების  გამოქვეყნების დღე: 2020 წ 14 ივლისი

რეზუმეს მიღების  ბოლო ვადა: 2020 წ 24 ივლისი, 17:00 საათი

დამატებით გაცნობებთ რომ შერჩეული ექსპერტები მიიღებენ მონაწილეობას EU4Environment მიერ გამართულ ვებინარში შემდეგ თემებზე:

გარემოსდაცვითი მენეჯმენტის სისტემები – 30 ივლისი

ენერგომენეჯემენტი – 5-6 აგვისტო

ნარჩენების მართვა – 12-13 აგვისტო

შერჩეული ექსპერტ-სტაჟიორები დეტალურ ინფორმაციას ვებინარებში მონაწილეობის შესახებ მიიღებენ მოგვიანებით.

ვებინარი – რესურსეფექტური და სუფთა წარმოება საშენი მასალების სამრეწველო სექტორში, 24 ოქტომბერი, 2017

ტრეინინგები, ტრეინინგები RECP კლუბებისათვის, ღონისძიებები

ვებინარი- რესურეფექტური და სუფთა წარმოება საშენი მასალების  სამრეწველო სექტორში

 UNIDO-ს რესურსეფექტური და სუფთა წარმოების სადემონსტრაციო პროექტი წარმოადგენს ევროკავშირის რეგიონული პროგრამის „მწვანე ეკონომიკური განვითარება  აღმოსავლეთ სამეზობლო ქვეყნებში“ (EaP GREEN) შემადგენელ ნაწილს. 2016 წ UNIDO-ს რესურსეფექტური და სუფთა წარმოების სადემონსტრაციო პროექტის ფარგლებში შემუშავდა და გამოიცა აღმოსავლეთ სამეზობლო  ექვსი ქვეყნის ეროვნულ ენაზე სახელმძღვანელო რესურეფექტური და სუფთა წარმოება საშენი მასალების  სამრეწველო სექტორში.

რეგიონალური ვებინარი, რომელიც მიზნად ისახავდა აღნიშნული სახელმძღვანელოს აპრობაციას გაიმართა 24 ოქტომბერს აღმოსავლეთ სამეზობლოს  6-ივე ქვეყანაში. სახელმძღვანელოს ქართული თარგმანის ელექტრონული ვერსია განთავსებულია რესურეფექტური და სუფთა წარმოება სადემონსტრაციო პროექტის ვებ გვერდზე  http://recp.ge/wp-content/uploads/2017/04/samsheneblo-masalebi-A4.pdf

ტრეინინგ-პროგრამა-„საინვესტიციო პროექტის სცენარების ფინანსური ანალიზი კომპიუტერული პროგრამა COMFAR ,23 ოქტომბერი 2017

ტრეინინგები, ღონისძიებები

დღეს 23 ოქტომბერს, თბილისში დაიწყო ტრეინინგ-პროგრამა-„საინვესტიციო პროექტის სცენარების ფინანსური ანალიზი კომპიუტერული პროგრამა COMFAR  (ტექნიკურ- ეკონომიკური ანალიზისა და ანგარიშგების კომპიუტერული მოდელი)-ის გამოყენებით“

ტრენინგი ტარდება UNIDO-ს მიერ დაფინასებული RECP სადემონსტრაციო პროექტის  ფარგლებში  და მისი 5 -დღიანი პროგრამა ხელს შეუწყობს კადრების მომზადებას  ქვეყანაში საინვესტიციო პროექტების შემუშავებაში და ფინანსური შეფასების სფეროში. ტრეინინგი განკუთვნილია ქართული ბანკების, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების, საკონსულტაციო კომპანიების, სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისათვის, რომლებიც მუშაობენ საინვესტიციო პროექტების განსაზრვრა- შემუშავებაზე, შეფასებაზე და ხელშეწყობაზე; შესაბამისი სპეციალობების სტუდენტებისათვის, როგორიცაა საბუღალტრო საქმიანობა, ეკონომიკა, ფინანსური მენეჯმენტი, პროექტების მენეჯმენტი, ა.შ.

რძის გადამამუშავებელ და ქიმიურ მრეწველობებში რესურსეფექტური და სუფთა წარმოების სახელმძღვანელოების ონლაინ პრეზენტაცია და ტრეინინგი, 4 ივლისი 2017

ტრეინინგები

მიმდინარე წლის 4 ივლისს გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის (UNIDO) რესურსეფექტური და სუფთა წარმოების  სადემონსტრაციო (RECP) პროექტის  ორგანიზებით საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიმართა ვებინარი – რძის გადამამუშავებელ და ქიმურ მრეწველობებში რესურსეფექტური და სუფთა წარმოების სახელმძღვანელოების პრეზენტაცია/ტრეინინგი. ტრეინინგში მონაწილეობა მიიღო 40 -ზე მეტმა ამ საკითხებით დაინტერესებულმა ქართველმა ექსპერტმა, საწარმოების წარმომადგენლებმა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა და სტუდენტებმა. ღონისძიებას მინსკიდან (ბელორუსის სახელწიფო უნივერსიტეტიდან) უძღვებოდა  საერთაშორისო ექსპერტი ბ-ნ იოჰანეს ფრესნერი. პარალელურად ვებინარში მონაწილეობას იღებდნენ დარგის ექსპერტები სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ბელორუსიდან, უკრაინიდან და მოლდოვადან. რამოდენიმე ქართველმა ექსპერტმა ვებინარში მონაწილეობა მიიღო ინტერნეტის საშუალებით.  ვებინარის  ონ-ლაინ ვერსია განთავსებულია შემდეგ ბმულებზე:

https://www.youtube.com/watch?v=18RUFq95SOw (ინგლისურ ენაზე)

https://www.youtube.com/watch?v=IgewptwOJRo (თარგმანი რუსულ ენაზე)

UNIDO-ს რესურსეფექტური და სუფთა წარმოების სადემონსტრაციო პროექტი წარმოადგენს შემადგენელ ნაწილს ევროკავშირის რეგიონული პროგრამისა „მწვანე ეკონომიკური განვითარება  აღმოსავლეთ სამეზობლო ქვეყნებში“ (EaP GREEN). პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელორუსი, მოლდოვა, უკრაინა) ე.წ. „მწვანე ეკონომიკის“ სწრაფ განვითარებაში. პროგრამა ფინანსდება ევროკომისიის და სხვა დონორების, მათ შორის ავსტრიის განვითარების ბანკის და სლოვენიის მთავრობის მიერ და მას ახორციელებენ  საერთაშორისო ორგანიზაციები OECD, UNECE, UNEP და UNIDO.

ტრეინინგი მრეწველობაში რესურსეფექტური და სუფთა წარმოების სახელმძღვანელოზე რძის და საშენ მასალათა სექტორებში,24 მარტი 2017

ტრეინინგები

ტრეინინგი რძის, ქიმიური და საშენ მასალათა მრეწველობაში რესურსეფექტური და სუფთა წარმოების სახელმძღვანელოების შესახებ ჩატარდა 2017 წ 24 მარტს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. ტრეინინგი ჩაატარა რესურსეფექტური და სუფთა წარმოების (RECP) საერთაშორისო ექსპერტმა ბ-მა იოჰანეს ფრესნერმა და მასში მონაწილეობა მიიღეს ეკოლოგიის და გარემოსდაცვითი ინჟინერიის პროფესორ-მასწავლებლებმა, სტუდენტებმა და RECPის ქართველმა ექსპერტებმა,

UNIDO-ს რესურსეფერური და სუფთა წარმოების სადემონსტრაციო პროექტის კოორდინატორმა საქართველოში ბ-მა მალხაზ ადეიშვილმა წარადგინა პროექტი. საეთაშორისო ექსპერტმა გააცნო დამსწრე საზოგადოებას EaP GREEN პროგრამის ფარგლებში მომზადებული სამი  რესურსეფექტური და სუფთა წარმოების სახელმძღვანელო რძის, ქიმიური და საშენ მასალათა მრეწველობებისთვის. სახელმძღვანელოები ინგლისურენოვანია და შემუშავებულია საერთაშორის ექსპერტების მიერ. სახელმძღვანელოების ქართულ ენაზე თარგნის შემდეგ, მასალა ხელმისაწვდომი იქნება როგორც კერძო კომპანიებისთვის, ასევე RECP ექსპერტებისთვის და რესურეფექტური და სუფთა წარმოების საკითხებით დაინტერესებულ ფართო წრეებს.

ტრეინინგის მსველობა გაშუქთა ქართული ტელევიზიების მიერ:იბერია ტვ; ტვ პირველმა; მაესტროს ბიზნეს გადაცემა ბიზნესკონტაქტი; ერთსულოვნება. ინტერვიუები ბ-ნ მალხაზ ადეიშვილთან და ბ-ნ  იოჰანეს ფრესნერთან გადაიცა რამოდენიმე ტელეარხით და გამოქვეყნდა ინტერნეტ გამოცემებში.

 

 

 

იბერია  :https://www.facebook.com/ iberiatvbusinesscode/videos/ 1523716697639495/

ინფორმაცია  ჩატარებული  ტრეინინგის შესახებ გამოქვეყნდა ინტერნეტ-პორტალზე „ბიზნესი და კანონმდებლობა“

http://b-k.ge/main/877-..html

პროგრამა

ტრეინინგი „გამზომი მოწყობილობები რესურეფექტურ და სუფთა წარმოებისთვის”, თბილისი, 22-23 მარტი, 2107

ტრეინინგები

მიმდინარე წლის 22-23 მარტს UNIDO-ს რესურსეფექტური და სუფთა წარმოების პროექტის ფარგლებში ქართველი ექსპერტებისათვის და კომპანიებისთვის, რომლებიც მონაწილეობას იღებენ პროექტში, ჩატარდა ტრეინინგი წარმოების პროცესში სხვადასხვა გამზომი მოწყობილობის გამოყენების შესახებ. ტრეინინგი ჩაატარა საერთაშორისო ექსპერტმა ბ-მა იოჰანეს ფრესნერმა.

22 მარტს დღის პირველ ნახევარში ენერგოეფექტურობის ცენტრში ჩატარდა ტრეინინგის თეორიული ნაწილი. იმავე დღის მეორე ნახევარში და 23 მარტს უცხოელმა ექსპერტმა და ტრეინინგის მონაწილეებმა შერჩეულ საწარმოებში პრაქტიკულად გამოცადეს სხვადასხვა გამზომი მოწყობილობები სამრეწველო პროცესში.