ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველო გიწვევთ სამშენებლო მასალების წარმოების, კვებისა და ქიმიური მრეწველობის სფეროში მომუშვე საწარმოებს ,21.07.20

მედია

ცირკულარული ეკონომიკა და ახალი შესაძლებლობები- რესურსეფექტური, სუფთა წარმოება და ეკო-ინოვაცია მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისათვის წარმოადგენის ევროკავშირის  „ევროკავშირი გარემოსთვის“ (EU4Environment) რეგიონალურ პროექტს, რომელიც ხორციელდება ევროკავშირის  პარტნიორ ექვს ქვეყანაში- სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელორუსი, მოლდოვა და  საქართველო. პროექტს  საქართველოში ახორციელებს ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველო (www.eecgeo.org)

პროექტის ძირითადი მიმართულებაა საწარმოებში რესურსეფექტური და სუფთა წარმოების (RECP) და ეკო-ინოვაციური მეთოდების მასშტაბური დანერგვის ხელშეწყობა წარმოების ეფექტურობის ამაღლების, გარემოსდაცვითი მენეჯმენტის გაუმჯობესებისა და ადამიანური პოტენციალის განვითარების გზით.

საქართველოში, ანალოგიური პროგრამის დახმარებით, 2014-2017 წლებში  (www.recp.ge) 50 მონაწილე მცირე და საშუალო საწარმოსთვის გამოვლენილმა  ყოველწლიურმა დაზოგვის პოტენციალმა 1 მილიონი ევრო შეადგინა.

მიმდინარე პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 40-მდე მცირე და საშუალო ზომის საწარმოს შერჩევა. შერჩეულ საწარმოებში საერთაშორისო და ქართველი ექსპერტები შეაფასებენ რესურსების ეფექტურად გამოყენების და სუფთა წარმოების შესაძლებლობებს. შედეგად, განსაზღვრება შორის ნედლეულის გამოყენების, ენერგიის მოხმარების, ნარჩენების და დამაბინძურებელების  შემცირების  ღონისძიებები, რომელთა გატარებით ისინი შეძლებენ თანხების დაზოგვას.

შერჩეული საწარმოები მზად უნდა იყვნენ პროექტის ფარგლებში იდენტიფიცირებული რესურსდამზოგი და სუფთა წარმოების ღონისძიებების განხორციელებით მიღწეული შედეგების გასაზიარებლად დაინტერესებული მხარეებისათვის.

პროექტში ჩართვის სურვილის შემთხვევაში, კომპანიამ უნდა შეავსოს ქვემოთ მოყვანილი ფორმა და გააგზავნოს შემდეგ მისამართზე: m_dadi@eecgeo.org

ა.წ.     არაუგვიანეს 2020 წლის 14 აგვისტოს????

 

კომპანიის დასახელება
საქმიანობის მოკლე აღწერა
საკონტაქტო პირი:
საკონტაქტო ინფორმაცია ტელ/ფაქსი, ელექტრონული ფოსტა, ვებ- გვერდი
დასაქმებულთა რაოდენობა
მისამართი:

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ : ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველო, პროექტის ადმინისტრატორი-მ.დადიანი. ტელ:  2242540/41; ფაქსი:2242542; m_dadi@eecgeo.org;  www.eecgeo.org;

მისამართი: თბილისი, დ.გამრეკელის #19 , სართული 6, ოფისი #611.

 

ბ-ნ მალხაზ ადეიშვილის, პროექტის კოორდინატორის, ინტერვიუ რადიო თავისუფლებასთან. 5 მაისი, 2017

მედია

5 მაისს რადიო თავისუფლების ” დილის საუბრის” სტუმარი იყო პროექტის კოორდინატორი მალხაზ ადეიშვილი

http://www.radiotavisupleba.ge/a/interview-with-malkhaz-adeishvili/28469764.html

დასკვნითი ეროვნული კონფერენცია, 27 აპრილი 2017

მედია

მაესტრო ” ბიზნეს კონტაქტი” https://www.youtube.com/watch?v=G43iejBjIMA&feature=youtu.be

RECP პროექტის ფარგლებში გადაღებული ვიდეო ფილმი

მედია

რესურსეფექტური და სუფთა წარმოება – გზა საქართველოს სამრეწველო საწარმოების მწვანე განვითარებისაკენ

ვიდოეს ლინკი

https://www.youtube.com/watch?v=zqapcSbXfM8&feature=youtu.be

რესურსეფექტური და სუფთა წარმოების ეროვნული კონფერენცია

მედია, ღონისძიებები

რესურსეფექტური და სუფთა წარმოების ეროვნული კონფერენცია გაიმართება მიმდინარე წლის 27 აპრილს ქ. თბილისში (სასტუმრო ტიფლის პალასი, ტელ: + 995 32 2000245, ვახტანგ გორგალის ქ. # 3, www.tiflispalace.ge). კონფერენცია ტარდება გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის (UNIDO) ხელმძღვანელობით მიმდინარე სადემონსტრაციო პროექტის „რესურსეფექტური და სუფთა წარმოება“ ფარგლებში. ეს პროექტი წარმოადგენს კომპონენტს ევროკავშირის პროგრამისა „მწვანე ეკონომიკის განვითარება აღმოსავლეთ სამეზობლოში“, რომელიც ეხმარება ევროკავშირის აღმოსავლეთ საპარტნიორო ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს, ე.წ. „მწვანე ეკონომიკის“ განვითარებაში. პროექტი ფინანსდება ევროკავშირის, ავსტრიის განვითარების ბანკის და სლოვენიის მთავრობის მიერ.

კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება საქართველოში რესურსეფექტური და სუფთა წარმოების სადემონსტრაციო პროექტის ფარგლებში მიღწეული შედეგები, მიღებული გამოცდილება და შემდეგი ნაბიჯები.

დამატებითი იფორმაციისათვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ (ქ-ნ. მანანა დადიანი, პროექტის ადმინისტრატორი ტელ: 599 53 13 50, ელ-ფოსტა: m_dadi@eecgeo.org ; ქ-ნ. ლიანა ღარიბაშვილი, საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი ტელ:   599548782, ელ-ფოსტა: l_gari@eecgeo.org).

ღონისძიების მოკლე ინფორმაცია და დღის წესრიგი.ინფორმაცია და დღის წესრიგი

ღონისძიება გაშუქდა შემდეგი კომპანიებით