საქმიანობა

  • რესურსეფექტური და სუფთა წარმოების პრაქტიკაში ფართოდ გამოყენების და ამასთან დაკავშირებული ეკონომიკური, ეკოლოგიური და სოციალური სარგებლის მიღების მიზნით პროექტის ფარგლებში განხორციელდა და მიმდინარეობს შემდეგი ღონისძიებები:
  • რესურსეფექტური და სუფთა წარმოების მეთოდოლოგიის გამოყენებაში მომზადდა  18 ქართველი ექსპერტი, რომელთაც შეუძლიათ კონსულტაცია გაუწიონ საწარმოებს ამ მიმართულებით;
  • 18 ქართულ საწარმოში ჩატარდა რესურსეფექტური და სუფთა წარმოების შესაძლებლობების შესწავლა და გამოვლინდა ამ სწარმოებში ბუნებრივი რესურსების უფრო პროდუქტიულად გამოყენების და გარემოს დაცვის გაუმჯობესების ღონისძიებები. ზოგიერთმა საწარმომ უკვე დაიწყო ამ ღონისძიებების განხორციელება;
  • ჩამოყალიბდა რესურსეფექტური და სუფთა წარმოების კლუბები კახეთის რეგიონში, რუსთავის, კასპის და ქუთაისის მუნიციპალიტეტებში, რომლებიც აერთიანებენ 35 მცირე და საშუალო საწარმოს. კლუბის წევრი კომპანიების მუშახელმა შეისწავლა რესურსეფექტური და სუფთა წარმოების მეთოდები და შეუძლიათ ეს ცოდნა გამოიყენონ თავიანთ საწარმოებში;
  • სამი საწარმოსთვის მომზადდა საინვესტიოციო წინადადება რესურსდამზოგი და სუფთა ტექნოლოგიების შესასყიდად და წარმოებაში დასანერგად; მიმდინარეობს საფინანსო ინსტიტუტებთან თანამშრომლობა შესაბამისი ფინანსური რესურსების მისაღებად;
  • რესურსეფექტურ და სუფთა წარმოების პოპულარიზაციის მიზნით, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში მოეწყო შეხვედრები მეწარმეების, ბიზნეს ასოციაციების, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციების, აკადემიური ინსტიტუტების და მედიის წარმომადგენლების მონაწილეობით.
  • მომზადდა რესურსეფექტურ და სუფთა წარმოების სახელმძღვანელო ქართულ ენაზე.

დაგეგმილია რესურსეფექტური და სუფთა წარმოების ცენტრის ჩამოყალიბება, რომელიცპროექტის დასრულების შემდეგ გააგრძელებს საქმიანობას და თანამშრომლობას ქართულ საწარმოებთან.