პროექტი

UNIDO-ს რესურსეფექტური და სუფთა წარმოების სადემონსტრაციო პროექტი წარმოადგენს შემადგენელ ნაწილს ევროკავშირის რეგიონული პროგრამისა, რომლის მიზანია „მწვანე“ (ეკოლოგიურად სუფთა) ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორ ქვეყნებში (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელორუსი, მოლდოვა, უკრაინა). ეს ოთხწლიანი პროგრამა (2013-2016) ხორციელედება საერთაშორისო ორგანიზაციების კონსორციუმის მიერ, რომლის შემადგენლობაში შედიან OECD (წამყვანი ორგანიზაცია), UNECE, UNEP and UNIDO.

UNIDO-ს სადემონსტრაციო პროექტის მიზანს წარმოადგენს აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორ ქვეყნებში სამრეწველო საწარმოებსა და სხვა ორგანიზაციებში რესურსების ეფექტურად გამოყენების და გარემოსდაცვითი საქმიანობის გაუმჯობესება და ამ გზით მწვანე ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა.  რესურსეფექტური და სუფთა წარმოების პრაქტიკაში ფართო დანერგვის მიზნით პროექტი ითვალისწინებს:

  • ინსტიტუციური და საკადრო შესაძლებლობების განვითარებას;
  • რესურსეფექტური და სუფთა წარმოების შესაძლებლობების დემონსტრირებას, შედეგების გავრცელებას და რეპლიკაციას სამიზნე სამრეწველო სექტორებში, როგორიცაა საშენ მასალათა, კვების და ქიმიური მრეწველობები;
  • რესურსეფექტური და ეკოლოგიურად სუფთა ტექნოლოგიების გადაცემას და შესაბამისი ინვესტიციების მხარდაჭერას.

    UNIDO-ს სადემონსტრაციო პროექტს აფინანსებს ევროკომისია, UNIDO, სლოვენიის მთავრობა და ავსტრიის განვითარების ბანკი (OeEB).