სერვისები

რესურსდამზოგი და ეკოლოგიურად სუფთა წარმოების სადემონსტრაციო პროექტის მიზანს წარმოადგენს საქართველოს სამრეწველო საწარმოებსა და სხვა ორგანიზაციებში რესურსების ეფექტურად გამოყენების და გარემოსდაცვითი საქმიანობის გაუმჯობესება და ამ გზით მწვანე ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა. ამ მიზნების მისაღწევად პროექტი მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს სთავაზობს შემდეგ მომსახეურებებს:

  1. უფასო საკონსულტაციო მომსახურება რესურსდამზოგი და ეკოლოგიურად სუფთა წარმოების შესაძლებლობების შეფასების კუთხით;
  2. წარმოებაში რესურსდამზოგი და სუფთა წარმოების დანერგვის მიზნით ტექნოლგიების შეთავაზება და ამ ტექნოლოგიების ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მომზადება უფასოდ;
  3. საინვესტიოციო წინადადების მომზადებაში დახმარება რესურსდამზოგი და სუფთა ტექნოლოგიების შესასყიდად და წარმოებაში დასანერგად, საფინანსო ინსტიტუტებთან თანამშრომლობა შესაბამისი ფინანსური რესურსების მისაღებად;
  4. მცირე და საშუალო საწარმოების გაერთიანება მუნიციპალურ და რეგიონულ დონეზე სექმნილ რესურსეფექტური და სუფთა წარმოების კლუბებში და ამ საწარმოების ტექნიკური ოპერსონალის მომზადებას RECP მეთოდოლოგიაში. კლუბის წევრი საწარმოების დახმარებას რესურსეფექტური და სუფთა წარმოების გეგმების შემუშავებაში;
  5.  რესურსდამზოგი და ეკოლოგიურად სუფთა წარმოების პროექტებში მონაწილე საწარმოებისათვის შესაბამისი სერთიფიკატის გადაცემა და მათი საქმიანობის პოპულარიზაცია.