RECP კლუბები

რესურსეფექტური და სუფთა წარმოების კლუბები გამიზნულია მცირე და საშუალო ზომის საწარმოების ხელშესაწყობად, რისთვისაც შემუშავდა საპილოტე მოდელი, რომელიც გამოიცადა და დაინერგა ოთხ მუნიციპალიტეტში. სამომავლოდ აღნიშნულ კლუბებს მიეცემათ უფრო მასშტაბური სახე და მოიცავს მთელი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებს.

თითოეულ კლუბი აერთიანებს 8-10 მცირე და საშუალო ზომის საწარმოს, რომლებიც მიიღებენ მხარდაჭერას რესურსეფექტური და სუფთა წარმოების მეთოდების ათვისებასა და გამოყენებაში. რესურსეფექტური და სუფთა წარმოების კლუბების დახმარებით კლუბის წევრმა საწარმოებმა უნდა შეიმუშაონ რესურსეფექტური და სუფთა წარმოების სამოქმედო გეგმები, რომელთა განხოციელებით საწარმოები დაზოგავენ ენერგორესურსებს,  წყალსა და ნედლეულს, აამაღლებენ წარმოების პროდუქტიულობას, შეამცირებენ გარემოსა და ადამიანების ჯანმრთელობაზე უარყოფით ზემოქმედებას, გაზრდიან ფინანსურ მოგებას და შესაბამისობაში მოვლენ საკანონმდებლო მოთხოვნებთან. სამოქმედო გეგმების შემუშავება ხორციელდება პროექტით გათვალისწინებული თემატური მოდულების მიხედვით. კლუბის წევრი საწარმოების წარმომადგენლებისათვის თითოეული თემატური მოდულის გაცნობა ხდება 2-3 საათიან ტრეინინგზე. საწარმოს წარმომადგენლებმა უნდა სცადონ პრაქტიკაში გამოიყენონ ტრეინინგზე მიღებული ცოდნა და ყოველ მომდევნო ტრეინინგზე წარადგინონ ანგარიში, თუ რაში გამოიყენეს მიღებული ცოდნა. 6 თემატური მოდულის მიხედვით ტრეინინგი ტარდება სამკვირიანი ინტერვალებით.

რესურსეფექტური და სუფთა წარმოების პროგრამის მოდელი

თემატური მოდულები ტარდება შემდეგი თანმიმდევრობით:

  1. 1. ბიზნეს/გარემოსდაცვითი პროფილი: საწარმოში რესურსების მოხმარების და გარემოზე ზემოქმედების იდენტიფიცირება;
  2. 2. ენერგორესურსები: საწარმოში ენერგორესურსების მოხმარების შესწავლა და ენერგოეფექტური ვარიანტების შემუშავება;
  3. 3. წყალი და ჩამდინარე წყლები: საწარმოში წყლის და ჩამდინარე წყლების ნაკადების შესწავლა, წყლის რაციონალურად მოხმარებისთვის და ჩამდინარე წყლების რაოდენობის შემცირებისთვის ვარიანტების შემუშავება;
  4. 4. მასალები და ნარჩენები: საწარმოში ნედლეულის და სხვა მასალების, ასევე ნარჩენების ნაკადების შესწავლა, მასალების რაციონალურად მოხმარებისთვის და ნარჩენების რაოდენობის შემცირებისთვის ვარიანტების შემუშავება;
  5. 5. ქიმიური ნივთიერებები და ემისიები: საწარმოში ქიმიური ნივთიერებების, ემისიების და სახიფათო ნარჩენების ნაკადების შესწავლა, ქიმიური ნივთიერებების რაციონალურად მოხმარებისთვის, ემისიების შესამცირებლად და სახიფათო ნარჩენების რაოდენობის შესამცირებლად ვარიანტების შემუშავება;
  6. 6. სამოქმედო გეგმა: სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით გაუმჯობესების ვარიანტების ერთად თავმოყრა.

 

რესურსეფექტური და სუფთა წარმოების კლუბების კოორდინატორი ახორციელებს კლუბის წევრ საწარმოებში 3-4  ვიზიტს, რათა მოახდინოს პრობლემური საკითხების იდენტიფიცირება და მათი წარმოქმნის მიზეზები; ასევე განიხილოს შეგროვებული მონაცემები, რაც დაეხმარება შემდგომში რესურსეფექტური და სუფთა წარმოების ღონისძიებების შემუშავებაში. ელ-ფოსტით და სატელეფონო კონტაქტით ხდება საწარმოებთან ურთიერთობა და მათი დახმარება მთელი პროექტის მიმდინარეობის განმავლობაში. კლუბის თითოეული წევრი საწარმოს მიერ ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა მოხდეს სამოქმედო გეგმის შემუშავება.

რესურსეფექტური და სუფთა წარმოების სამოქმედო გეგმების შემუშავების შემდგომ მასპინძელმა ორგანიზაციამ (ადგილობრივი მთავრობა) გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის პროექტის წარმომადგენლებთან ერთად საწარმოებს უნდა გადასცეს სერთიფიკატი იმის დასტურად, რომ წარმატებით გაიარეს პროგრამა.

თითოეულ საწარმოზე პროგრამის ზემოქმედების შესაფასებლად აუცილებელია შემდეგი ნაბიჯები:

  • საწარმოებში დამატებითი ვიზიტები (3 და 6 თვის ინტერვალებით) გარემოსდაცვითი და ეკონომიკური მიღწევების სანახავად;
  • კლუბის წევრი საწარმოების ჩართულობა დამატებით ტრეინინგებზე, რომელიც შეეხება ახალ თემებს (კანონმდებლობა, ფინანსირება);
  • საწარმოების ურთიერთთანამშრომლობაზე დახმარება (ინფორმაციის გაცვლა, წარმატებული მარკეტინგი, ბიზნეს თანამშრომლობა);
  • წარმატების ისტორიების დაწერა, რათა მოხდეს მათი გამოყენება პროექტის აქტივობების პოპულარიზაციის და რეკლამირების მიზნით.

რესურსეფექტური და სუფთა წარმოების კლუბების საპილოტე მოდელის დასრულების შემდეგ მიღებული შედეგები და გამოცდილება უნდა ჩაიდოს ე.წ. რესურსების პაკეტის საბოლოო ვერსიაში და გადაეცეს ეროვნულ მთავრობას, რათა მოხდეს ქვეყანაში პროგრამის გაგრძელება გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის სადემონსტრაციო პროექტი დასრულების შემდეგ.

 

 

კონცეფცია, 22 აპრილი 2015