ინტერესის გამოხატვა

მოწოდება ინტერესის გამოსახატავად

რესურსების ეფექტური გამოყენების და სუფთა  წარმოების  სადემონსტრაციო პროექტი

აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორობის ქვეყნებში მწვანე ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობის მიზნით მიმდინარე ევროკავშირის რეგიონალური პროგრამა

 სადემონსტრაციო საწარმოები

რესურსების ეფექტური გამოყენება და სუფთა წარმოება

გაეროს სამრეწველო განვითარების ორგანიზაციია (UNIDO) მოუწოდებს კვების მრეწველობის,  სამშენებლო მასალების და ქიმიური მრეწველობის სექტორებში მომუშავე ქართულ საწარმოებს მიიღონ მონაწილეობა რესურსების ეფექტური გამოყენების და სუფთა წარმოების  სადემონსტრაციო პროექტში, რომელიც ხორციელდება  აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორობის ქვეყნებში მწვანე ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობის მიზნით.

პროგრამის ფარგლებში შერჩეულ საწარმოებში საერთაშორისო და ქართველი ექსპერტების მიერ უსასყიდლოდ ჩატარდება რესურსების ეფექტურად გამოყენების და სუფთა წარმოების  შესაძლებლობების შეფასება. ეს საშუალებას მისცემს საწარმოებს განსაზღვრონ  შესაძლო ღონისძიებები, მათ შორის ნედლეულის გამოყენების, ენერგიის მოხმარების, ნარჩენების და დაბიძურების შემცირების  ღონისძიებები, რომელთა გატარებით ისინი შეძლებენ თანხების დაზოგვას. შერჩეული საწარმოები ითანამშრომლებენ პროექტის წარმომადგენლებთან და ექსპერტებთან. ისინი თანახმა უნდა იყვნენ, რომ მოხდეს  პროექტის ფარგლებში იდენტიფიცირებული რესურსდამზოგი და სუფთა წარმოების ღონისძიებების განხორციელებით მიღწეული შედეგების გაზიარება დაინტერესებული მხარეებისათვის.რესურსების ეფექტურად გამოყენების და სუფთა წარმოების სადემონსტრაციო პროექტი ხორციელედება გაეროს სამრეწველო განვითარების ორგანიზაციის (UNIDO) მიერ საქართველოს გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების და ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროებთან თანამშრომლობით, ევროკავშირის, ავსტრიის და სლოვენიის მთავრობების ფინანსური დახმარებით. პროექტი მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს რესურსდამზოგი და სუფთა წარმოების მეთოდების, პრაქტიკის, ტექნოლოგიების და პოლიტიკის გაგებას და დამკვიდრებას ბენეფიციარ ქვეყნებში შესაძლებლობების გაძლიერების, სამრეწველო საწარმოებში სადემონსტრაციო ღონისძიებების გატარების და პოლიტიკის მხარდაჭერის გზით. რესურსდამზოგი  და სუფთა წარმოების შესაძლებლობების შეფასება ეფუძნება მრეწველობაში პრევენციული გარემოსდაცვითი მართვის და პროდუქტიულობის ზრდის კონცეფციას და მიზნად ისახავს ბუნებრივი რესურსების (ნედლეული, წყალი, და ენერგია)  ეფექტურად გამოყენებას, ნარჩენების წარმოქმნის და გარემოს დაბინძურების მინიმიზაციას, სახიფათო ქიმიური ნივთიერებების გამოყენების და რისკების შემცირებას (დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათა იხილოთ ვებ გვერდზე www.unido.org/cp).

დაინტერესებულმა საწარმოებმა უნდა მიმართონ წერილით და წარმოადგინონ მათი საწარმოების შესახებ მოკლე ინფორმაცია მისამართზე m_dadi@eecgeo.org ქალბატონ მანანა დადიანთან

 

მ.დადიანი. ტელ:  2242540/41; ფაქსი:2242542; m_dadi@eecgeo.org; www.eecgeo.org;

მისამართი: თბილისი, დ.გამრეკელის #19 , სართული 6, ოფისი #611.