დაინტერესებული მხარეები

 რესურსეფექტური და სუფთა წარმოების სადემონსტრაციო პროექტის მართვის

სტრუქტურა საქართველოში

რესურსეფექტურობის და სუფთა წარმოების სადემონსტრაციო პროექტის მთავარი ბენეფიციარები არიან სამრეწველო კომპანიები და სხვა ორგანიზაციები, რომლების დაინტერესებული აირანი მიიღონ ეკონომიკური და ეკოლოგიური სარგებელი RECP მეთოდოლოგიის გამოყენებით. პროექტის დაინტერესებული მხარეები არიან ასევე ეკონომიკის და გარემოს დაცვის სამინისტროები, აკადემიური წრეები და არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთა საქმიანობა უკავშირდება ენერგიის და  ბუნებრივი რესურსების ეფექტურად გამოყენების, გარემოს დაცვის და მდგრადი განვიტარების ხელშეწყობას საქართველოში. დაინტერესებული მხარეების მონაწილეობის უზრუნველსაყოფად პროექტის ფარგლებში ჩამოყალიბდა პროექტის ხელმძღვანელი კომიტეტი. ხელმძღვანელი კომიტეტის წევრები არიან საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვიტარების სამინისტროს წარმომადგენლები – EAP GREEN პროგრამის საკონტაქტო პირები საქართველოში. კომიტეტის შემადგენლობაში არიან ასევე ბიზნეს სექტორის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის და საქართველოს ენერგოეფექტურობის ცენტრის დირექტორები. კომიტეტის შეხვედრები იმართება წელიწადში ორჯერ ან მეტჯერ, რათა წევრებმა განახორციელონ პროექტის მიმდინარეობის მონიტორინგი, ჩაიბარონ ანგარიშები და მისცენ სახელმძღვანელო მითითებები პროექტის განმახორციელებლებს.

ხელმძღვანელი კომიტეტის წევრები:

    1. ნინო ლაზაშვილი, მდგრადი განვითარების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო;
    2. ნინო თხილავა, გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი, საქართველოს გარემოსა და ბუნებრიბი რესურსების დაცვის სამინისტრო;
    3. შალვა ანდღულაძეტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სრული პროფესორი;
    4. გიროგი აბულაშვილი, საქართველოს ენერგოეფექტურობის ცენტრის დირექტორი;
    5. სოფიკო ახობაძეკავკასიის რეგიონალური  გარემოსდაცვითი დირექტორი;
    6. ირმა დაუშვილი, დირექტორი, შპს “დიო”;
    7. მიხეილ კორძახია, ვიცე პრეზიდენტი, საქართველოს დამსაქმებელთა ასოცოაცია
    8. ჯიმშერ ქერქაძეტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სრული პროფესორი;

პროექტის მართვას ახორციელებს UNIDO-ს მთავარი ოფისის (მდებარეობს ქ. ვენაში) სუფთა და მდგრადი წარმოების განყოფილება. პროექტის კოორდინატორი საქართველოში ახორციელებს პროექტის ყოველდღიური საქამინობების დაგეგმვას კოორდინაციას, მონიტორინგს და მართვას, წარმართავს დაინტერესებულ მხარეებთან, ექსპერტებთან და მონაწილე საწარმოებთან ურთიერთობებს.

ჩამოყალიბდა RECP ექსპერტთა ჯგუფი, რომლებმაც პროექტის ფარგლებში გაიარეს მომზადება რესურსეფექტური და სუფთა წარმების მეთოდებში. ისინი ასრულებენ ტექნიკურ შამუშაოებს, კერძოდ, რესურსეფექტური და სუფთა წარმოების შესაძლებლობების შესწავლას სადემონსტრაციო საწარმოებში და რეკომენდაციების შემუშავებას, საინვესტიციო წინადადებების მოსამზადებლად ტექნიკური და ფინანსური ანალიზის ჩატარებას, კლუბებში გაწევრიანებულ საწარმოებთან ურთიერთობას და საწარმოების ტექნიკური პერსონალის მომზადებას რესურსეფექტური და სუფთა წარმოების მეთოდებში, ადვოკატირებას, ცნობიერების ამაღლებას და ა.შ.

პროექტის მართვის ორგანიზაციული სტრუქტურა. 

stakeholders