რესურსეფექტური და სუფთა წარმოების მეთოდები

არსებობს რესურსეფექტური და სუფთა წარმოების დამკვიდრებული მეთოდები, მათ შორის ისეთები, რომელთა გამოყენება არ არის დაკავშირებული დამატებით ხარჯებთან ან მცირეხარჯიანია, და ისეთებიც, რომელთა განხორციელება მოითხოვს დიდ ინვესტიციებს. ესენია:

  • კარგი მეურნეობრიობა – სამეურნეო საქმიანობის და საწარმოო პროცესების ეფექტურად ორგანიზება და მართვა, რისი საშუალებითაც შესაძლებელია დანაკარგების მინიმუმამდე შემცირება;
  • ნედლეულისა და მასალების ჩანაცვლება – ნედლეულის/მასალების ჩანაცვლება ისეთი ალტერნატიული ნედლეულით/მასალებით, რომელიც ნაკლებად სახიფათოა, შეამცირებს ნარჩენებს, ან ნაკლებად სახიფათო ნარჩენებს წარმოქმნის;
  • საწარმოო პროცესების გაუმჯობესებული მართვა – საწარმოო პროცესების და მანქანა-დანადგარების მუშაობის კონტროლს და მართვას მათი ეფექტურობის ამაღლების და დანაკარგების შემცირების მიზნით;
  • აღჭურვილობის მოდიფიკაცია – საწარმოო მანქანა-დანადგარების იმგვარად მოწყობა, ტექნიკური მომსახურება და ექსპლუატაცია, რომ მათი მარგი ქმედების კოეფიციენტი მაქსიმალური იყოს და მინიმუმამდე იქნას დაყვანილი დანაკარგები;
  • ტექნოლოგიის შეცვლა – წარმოებაში გამოყენებული ტექნოლოგიის შეცვლა უფრო ეფექტური ტექნოლოგიით, რომელიც დანაკარგების შემცირების საშუალებას იძლევა;
  • ნარჩენების მეორადი გამოყენება და გადამუშავება ადგილზე – საწარმოში წარმოქმნილი ნარჩენების გამოყენება იგივე საწარმოს მიერ რაიმე სახის პროდუქციის გამოსაშვებად;
  • სასარგებლო თანაური/ თანმდევი პროდუქტის წარმოება – საწარმოს ნარჩენების ისეთი სახეცვლილება, რომ შესაძლებელი იყოს მათი გამოყენება სხვა საწარმოში ნედლეულის, მასალის, ენერგიის ან წყლის სახით;
  • პროდუქტის მოდიფიცირება – გამოშვებული პროდუქციის იმგვარი სახეცვლილება, რომ შემცირებული იქნას გარემოზე ზემოქმედება მისი წარმოების პროცესში, მოხმარებისას ან მოხმარების შემდგომ ნარჩენის სახით საბოლოოდ განთავსებისას.

pec