რესურსეფექტური და სუფთა წარმოების სარგებელი

სამრეწველო საწარმოები და სხვა ორგანიზაციები, რომლბიც გამოიყენებენ რესურსეფექტური და სუფთა წარმოების მეთოდებს და ტექნოლოგიებს, შეძლებენ აწარმოონ მეტი პროდუქტი ნაკლები რესურსის გამოყენებით. ისინი მიიღებენ სამმაგ სარგებელს:

  • შეუმცირდებათ ბუნებრივი რესურსების, როგორიცაა ენერგია, წყალი, ნედლეული, მოხმარება და დაეზოგებათ ამასთან დაკავშირებული ხარჯები;
  • შემცირდება ნარჩენების წარმოქმნა, წყლისა და ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება და ამასთან დაკავშირებით გარემოსა და ბუნებრივ რესურსებზე მიყენებული უარყოფითი ზემოქმედება;
  • შემცირდება ადამიანის ჯანმრთელობისათვის რისკის ფაქტორები, რაც უკავშირდება წარმოებაში სახიფათო ქიმიური ნივთიერებების გამოყენებას და გარემოში განთავსებას.

ამგვარის სარგებლის მიღების შესაძლებლობა უკვე დადასტურდა მსოფლიოს ათასობით სხვადასხვა ზომის და სხვადასხვა სამრეწველო სექტორის საწარმოში.

პროექტის ფარგლებში ქართულ საწარმოებში ჩატარებულმა შეფასებებმაც გამოავლინა ნედლეულის და ენერგიის დაზოგვის, გარემოს დაცვის გაუმჯობესების  და ეკონომიკური სარგებლის მიღების დიდი პოტენციალი. ქართველმა ექსპერტებმა, საწარმოების ხელმძღვანელებთან და ტექნიკურ პერსონალთან თანამშრომლობით გამოავლინეს რომ თვრამეტივე საწარმოს, საერთო ჯამში, წლიურად 12 გვტსთ-მდე ელექტროენერგიისა, 275,000 მ3 ბუნებრივი აირის და 10,532 მ3 წყლის რესურსის დაზოგვა შეუძლია, რაც ამ საწარმოებს ერთობლივად დაახლოებით 750 ათას ევროს დაუზოგავს. წინასწარი შეფასებით, ასეთი შედეგის მისაღწევად საწარმოებს დაახლ. 700 ათასი ევროს ინვესტიცია სჭირდება, ხოლო გასატარებელი ღონისძიებების უკუგების პერიოდი რამდენიმე თვიდან 3 წლამდე მერყეობს.

გარდა ეკონომიკური მოგების მიღებისა, კომპანიები, რომლებიც გამოიყენებენ რესურსეფექტურ და სუფთა წარმოების მეთოდოლოგიას, ისარგებლებენ გაუმჯობესებული გარემოსდაცვითი იმიჯით. მათ ნაკლები პრობლემები ექნებათ გარემოსდაცვით კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებასთან დაკავშირებით;  გაუუმჯობესებათ ურთიერთობებით თავიანთ კლიენტებთან და დაინტერესებულ მხარეებთან.