ვებინარი – რესურეფექტური და სუფთა წარმოება საშენი მასალების სამრეწველო სექტორში, 24 ოქტომბერი, 2017

IMG_3314
სიახლეები, ღონისძიებები

ვებინარი- რესურეფექტური და სუფთა წარმოება საშენი მასალების  სამრეწველო სექტორში

 UNIDO-ს რესურსეფექტური და სუფთა წარმოების სადემონსტრაციო პროექტი წარმოადგენს ევროკავშირის რეგიონული პროგრამის „მწვანე ეკონომიკური განვითარება  აღმოსავლეთ სამეზობლო ქვეყნებში“ (EaP GREEN) შემადგენელ ნაწილს. 2016 წ UNIDO-ს რესურსეფექტური და სუფთა წარმოების სადემონსტრაციო პროექტის ფარგლებში შემუშავდა და გამოიცა აღმოსავლეთ სამეზობლო  ექვსი ქვეყნის ეროვნულ ენაზე სახელმძღვანელო რესურეფექტური და სუფთა წარმოება საშენი მასალების  სამრეწველო სექტორში.

რეგიონალური ვებინარი, რომელიც მიზნად ისახავდა აღნიშნული სახელმძღვანელოს აპრობაციას გაიმართა 24 ოქტომბერს აღმოსავლეთ სამეზობლოს  6-ივე ქვეყანაში. სახელმძღვანელოს ქართული თარგმანის ელექტრონული ვერსია განთავსებულია რესურეფექტური და სუფთა წარმოება სადემონსტრაციო პროექტის ვებ გვერდზე  http://recp.ge/wp-content/uploads/2017/04/samsheneblo-masalebi-A4.pdf

ვებინარი მიზნად ისახავდა სახელმძრვანელოს წარდგენას დაინტერესებულ პირებისათვის და რეგიონში მის ფართო გავრცელებას და გამოყენებას.

მიმდინარე წლის 24ოქტომბერს გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის (UNIDO) რესურსეფექტური და სუფთა წარმოების სადემონსტრაციო (RECP) პროექტის ორგანიზებით საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიმართა ვებინარი – რესურეფექტური და სუფთა წარმოება საშენი მასალების  სამრეწველო სექტორში.

ვებინარი ტარდებოდა  ბელორუსში რესურეფექტური და სუფთა წარმოების ცენტრის ორგანიზებით და მისი ტექნიკური უზრუნველყოფა განახორციელა   ბელორუსის სახელწიფო უნივერსიტეტთან არსებულმა ბიზნესისა და ტექნოლოგიების მენეჯმენტის სკოლამ. ვებინარის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო ექსპერტმა ბ-ნ დიკ ვან ბირსმა, რომელმაც წარადგინა სახელმძღვანელო.

საქართველოში ვებინარი ჩატარდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში (თბილისი, მ.კოსტავას #69, მე-2 კორპუსი, აუდ.601). ვებინარის მსვლელობა სინქრონულად ითარგმნებოდა ინგლისურ-ქართულ ენებზე. ვებინარის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო  დაახლოებით 45 ადამიანმა მათ შორის რესურეფექტური და სუფთა წარმოების ქართველი ექსპერტებმა, კერძო სექტორის წარმომადგენლებმა, ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ეკოლოგიის ფაკულტეტების პროფესორ-მასწავლებლებმა. ვებინარში მონაწილეობის მიღება აგრეთვე შესაძლებელი იყო  ინტერნეტის საშუალებით ინგლისურ და რუსულ ენერბზე შემდეგ ბმულებზე:

https://www.youtube.com/watch?v=LeICPkMXMh8 (ინგლისურ ენაზე) და https://www.youtube.com/watch?v=kkffsuOCz6Q (რუსულ ენაზე)

Agenda