რძის გადამამუშავებელ და ქიმიურ მრეწველობებში რესურსეფექტური და სუფთა წარმოების სახელმძღვანელოების ონლაინ პრეზენტაცია და ტრეინინგი, 4 ივლისი 2017

PIcture
ტრეინინგები

მიმდინარე წლის 4 ივლისს გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის (UNIDO) რესურსეფექტური და სუფთა წარმოების  სადემონსტრაციო (RECP) პროექტის  ორგანიზებით საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიმართა ვებინარი – რძის გადამამუშავებელ და ქიმურ მრეწველობებში რესურსეფექტური და სუფთა წარმოების სახელმძღვანელოების პრეზენტაცია/ტრეინინგი. ტრეინინგში მონაწილეობა მიიღო 40 -ზე მეტმა ამ საკითხებით დაინტერესებულმა ქართველმა ექსპერტმა, საწარმოების წარმომადგენლებმა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა და სტუდენტებმა. ღონისძიებას მინსკიდან (ბელორუსის სახელწიფო უნივერსიტეტიდან) უძღვებოდა  საერთაშორისო ექსპერტი ბ-ნ იოჰანეს ფრესნერი. პარალელურად ვებინარში მონაწილეობას იღებდნენ დარგის ექსპერტები სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ბელორუსიდან, უკრაინიდან და მოლდოვადან. რამოდენიმე ქართველმა ექსპერტმა ვებინარში მონაწილეობა მიიღო ინტერნეტის საშუალებით.  ვებინარის  ონ-ლაინ ვერსია განთავსებულია შემდეგ ბმულებზე:

https://www.youtube.com/watch?v=18RUFq95SOw (ინგლისურ ენაზე)

https://www.youtube.com/watch?v=IgewptwOJRo (თარგმანი რუსულ ენაზე)

UNIDO-ს რესურსეფექტური და სუფთა წარმოების სადემონსტრაციო პროექტი წარმოადგენს შემადგენელ ნაწილს ევროკავშირის რეგიონული პროგრამისა „მწვანე ეკონომიკური განვითარება  აღმოსავლეთ სამეზობლო ქვეყნებში“ (EaP GREEN). პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელორუსი, მოლდოვა, უკრაინა) ე.წ. „მწვანე ეკონომიკის“ სწრაფ განვითარებაში. პროგრამა ფინანსდება ევროკომისიის და სხვა დონორების, მათ შორის ავსტრიის განვითარების ბანკის და სლოვენიის მთავრობის მიერ და მას ახორციელებენ  საერთაშორისო ორგანიზაციები OECD, UNECE, UNEP და UNIDO.