ქუთაისის RECP კლუბის წევრი საწარმოების დაჯილდოება, 28 ოქტომბერი 2016

img_2726
კლუბების დაჯილდოვება

მ/წ 28 ოქტომბერს ქ. ქუთაისში (ქუთაისის მერია, შ.რუსთაველის გამზ. #3) გაიმართა ქუთაისის რესურსეფექტური და სუფთა წარმოების კლუბის წევრი საწარმოების სერთიფიკატებით დაჯილდოების ცერემონია.

რესურსეფექტური და სუფთა წარმოების პროექტის კოორდინატორმა საქართველოში მალხაზ

ადეიშვილმა   მადლობა   გადაუხადა   ქ.ქუთაისის   მერიას   თანამშრომლობისთვის   და   ვრცლად ისაუბრა გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის საქმიანობაზე, მათ შორის რესურსეფექტური და სუფთა წარმოების პროექტის შესახებ.

ქ.ქუთაისის მერიის წარმომადგენელმა ირაკლი გოგლიჭიძემ მადლობა გადაუხადა პროექტის ორგანიზატორებს, ისაუბრა რეგიონში აღნიშნული პროექტის მნიშვნელობასა და ეფექტზე, ასევე მსგავსი სახის პროექტების მომავალში განხორციელების იმედი გამოთქვა.

რესურსეფექტური და სუფთა წარმოების კლუბების კომპონენტის კოორდინატორმა ნიკოლოზ ჯავშანაშვილმა  ისაუბრა  ქუთაისის  მუნიციპალიტეტში  წარმატებით  განხორციელებულ პროექტზე, რომელშიც მონაწილეობდა  9  ადგილობრივი საწარმო.  მან  შეხვედრის  მონაწილეებს გააცნო რესურსეფექტური და სუფთა წარმოების მეთოდოლოგიით შემუშავებული რესურსეფექტური  და  სუფთა  წარმოების  სამოქმედო    გეგმები,  რომლებიც  შემუშავდა  კლუბის წევრი საწარმოებისათვის და ისაუბრა საწარმოების მიღწევებზე.

მალხაზ  ადეიშვილმა  ქ.ქუთაისის  რესურსეფექტური  და  სუფთა  წარმოების  კლუბის  წევრ  9 საწარმოს გადასცა გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის სერთიფიკატები დასტურად იმისა, რომ მათ წარმატებით გაიარეს რესურსეფექტურობის და სუფთა წარმოების სასწავლო პროგრამა და შეიმუშავეს სათანადო სამოქმედო გეგმები საწარმოებში ბუნებრივი რესურსების უფრო ეფექტურად გამოყენების და გარემოზე ზემოქმედების შემცირების მიზნით.

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ რესურსეფექტური და სუფთა წარმოების სამოქმედო გეგმების განხოციელებით საწარმოები დაზოგავენ ენერგო რესურსებს,  წყალსა და ნედლეულს, აამაღლებენ წარმოების პროდუქტიულობას, შეამცირებენ გარემოსა და ადამიანების ჯანმრთელობაზე უარყოფით ზემოქმედებას, გაზრდიან ფინანსურ მოგებას და შესაბამისობაში მოვლენ საკანონმდებლო მოთხოვნებთან.

სამოქმედო გეგმებით გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულების მონიტორინგის მიზნით პროექტის წარმომადგენლები განახორციელებენ კლუბის წევრ საწარმოებში  ვიზიტებს.

დღის წესრიგი

ღონისძიება გაშუქდა  ქუთაისის ინტერნეტ გამოცემაში psnews .ge

http://www.psnews.ge/index.php?m=68&news_id=60286