კასპის RECP კლუბის წევრი საწარმოების დაჯილდოება, 6 ოქტომბერი 2016

  • agenda-and-list-of-participants-award-ceremony-in-kaspi-recp-club-6-10-16-geo
  • group-with-certificates
  • დღის წესრიგი და კლუბის წევრების სია
  • Kaspi Award Group Award ceremony
  • img_2668
  • whole-group-around-table
  • group-with-certificates
  • დღის წესრიგი და მონაწილეთა სია
  • group-with-certificates
კლუბების დაჯილდოვება

მ/წ 6 ოქტომბერს ქ. კასპში (კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობა, მ. კოსტავას ქ.#18) გაიმართა კასპის რესურსეფექტური და სუფთა წარმოების კლუბის წევრი საწარმოების სერთიფიკატებით დაჯილდოების ცერემონია. დღის წესრიგი და მონაწილეთა სია

ცერემონიას ესწრებოდნენ ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები, მათ შორის კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელი და კლუბის წევრი საწარმოები:

რესურსეფექტური და სუფთა წარმოების პროექტის კოორდინატორმა საქართველოში მალხაზ ადეიშვილმა მადლობა გადაუხადა კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელს თანამშრომლობისთვის და ვრცლად ისაუბრა გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის საქმიანობაზე, მათ შორის რესურსეფექტური და სუფთა წაროების პროექტის შესახებ.

კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა გოჩიტაშვილმა მადლობა გადაუხადა პროექტის ორგანიზატორებს, ისაუბრა რეგიონში აღნიშნული პროექტის მნიშვნელობასა და ეფექტზე, ასევე მსგავსი სახის პროექტების მომავალში განხორციელების იმედი გამოთქვა.

რესურსეფექტური და სუფთა წაროების კლუბების კომპონენტის კოორდინატორმა ნიკოლოზ ჯავშანაშვილმა ისაუბრა კასპის მუნიციპალიტეტში წარმატებით განხორციელებულ პროექტზე, რომელშიც მონაწილეობდა 7 ადგილობრივი საწარმო. მან შეხვედრის მონაწილეებს გააცნო რესურსეფექტური და სუფთა წაროების მეთოდოლოგიით შემუშავებული რესურსეფექტური და სუფთა წარმოების სამოქმედო  გეგმები, რომლებიც შემუშავდა კლუბის წევრი საწარმოებისათვის და ისაუბრა საწაროების მიღწევებზე.

მალხაზ ადეიშვილმა კასპის რესურსეფექტური და სუფთა წარმოების კლუბის წევრ 7 საწარმოს გადასცა გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის სერთიფიკატები დასტურად იმისა, რომ მათ წარმატებით გაიარეს რესურსეფექტურობის და სუფთა წარმოების სასწავლო პროგრამა და შეიმუშავეს სათანადო გეგმები საწარმოებში ბუნებრივი რესურსების უფრო ეფექტურად გამოყენების და გარემოზე ზემოქმედების შემცირების მიზნით.

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ რესურსეფექტური და სუფთა წარმოების სამოქმედო გეგმების განხოციელებით საწარმოები დაზოგავენ ენერგო რესურსებს,  წყალსა და ნედლეულს, აამაღლებენ წარმოების პროდუქტიულობას, შეამცირებენ გარემოსა და ადამიანების ჯანმრთელობაზე უარყოფით ზემოქმედებას, გაზრდიან ფინანსურ მოგებას და შესაბამისობაში მოვლენ საკანონმდებლო მოთხოვნებთან.

სამოქმედო გეგმებით გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულების მონიტორინგის მიზნით პროექტის წარმომადგენლები განახორციელებენ კლუბის წევრ საწარმოებში  ვიზიტებს.