მეექვსე ფორუმი,მცხეთა, 27 მაისი 2016

13313488_1078524015519457_2123858681_o
ფორუმები

UNIDO-ს “რესურსეფექტური და სუფთა წარმოების სადემონსტრაციო პროექტის” კომპონენტის “რესურსეფექტური და სუფთა წარმოების დამკვიდრება ქვეყანაში” ფარგლებში 2016 წლის 27 მაისს, ქ. მცხეთაში გაიმართა მორიგი ფორუმი, რომლის მიზანი მწვანე ეკონომიკური განვითარებისა და მათ შორის, რესურსეფექტური და სუფთა წარმოების ხელშეწყობა მცხეთა-მთიანეთის რეგიონში. ღონისძიება ორგანიზებული იქნა მცხეთა-მთიანეთის რეგიონის გუბერნატორის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით და მათი მხარდაჭერით.

ფორუმში მონაწილეობა მიიღეს მცხეთა-მთიანეთის რეგიონის მცირე და საშუალო ზომის საწარმოებმა, გუბერნატორის ადმინისტრაციამ და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატამ, რომელიც სამხარეო ადმინისტრაციამ მოიწვია.

„რესურსეფექტური და სუფთა წარმოების სადემონსტრაციო პროექტის” წარმომადგენლებმა აუდიტორიას ინფორმაცია მიაწოდა EaP GREEN პროგრამის, “რესურსეფექტური და სუფთა წარმოების სადემონსტრაციო პროექტი”, პროექტის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობის და დღეისათვის მიღწეული შედეგების შესახებ. მცხეთა-მთიანეთის გუბერნიის ადმინისტრაციამ დამსწრე საზოგადოებას გააცნო მათი ხედვა, თუ როგორ უნდა მოხდეს რეგიონში მწვანე ეკონომიკის ხელშეწყობა და რა ღონისძიებები აქვთ დღეს ამ მიმართულებით დაგეგმილი. სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია თავიანთი საქმიანობის შესახებ და რა შესაძლებლობებს სთავაზობენ ბიზნეს-სექტორს. ფორუმის მონაწილეებმა ინტერესი გამოხატეს ქვეყანაში არსებული მწვანე ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების მიმართ.

ღონისძიების შესახებ ინფორმაცი, მათ შორის შეხვედრის ვიდეო-ანგარიში გამოქვეყნდა მცხეთა-მთიანეთის მხარის ადმინისტრაციის ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე. ვიდეო-ანგარიშში სხვა საკითხებთან ერთად წარმოდგენილია ინტერვიუ ბ-ნ მალხაზ ადეიშვილთან, რესურსეფექტური და სუფთა წარმოების სადემონსტრაციო პროექტის კოორდინატორთან საქართველოში.

ინფორმაცია ათვირთულია მცხეთა მთიანეთის მხარის ფეისბუქის გვერძე

https://www.facebook.com/1466638496896071/videos/1906674806225769/