მეხუთე RECP ფორუმი,ზუგდიდი, 21 აპრილს 2016

IMG_2568
ფორუმები

UNIDO-ს “რესურსეფექტური და სუფთა წარმოების სადემონსტრაციო პროექტის” კომპონენტის “რესურსეფექტური და სუფთა წარმოების დამკვიდრება ქვეყანაში” ფარგლებში მოეწყო მორიგი ფორუმი, რომელიც 2016 წლის 21 აპრილს, ქ. ზუგდიდში გაიმართა.

ფორუმს დაეწრენ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მცირე და საშუალო ზომის საწარმოების, ადგილობრივი სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე აკადემიური სექტორის წარმომადგენლები.  მასში მონაწილეობა მიიღო საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციამაც, რომელიც ქვეყნის მასშტაბით მცირე და საშუალო საწარმოებში რესურსეფექტური და სუფთა წარმოების პოპულარიზაციის მიზნით თანამშრომლობს პროექტთან.

პროექტის ეროვნულმა კოორდინატორმა ბ-ნმა მალხაზ ადეიშვილმა აუდიტორიას ინფორმაცია მიაწოდა EaP GREEN პროგრამისა და მისი კომპონენტის “რესურსეფექტური და სუფთა წარმოების სადემონსტრაციო პროექტი”-ს შესახებ. პროექტის ადვოკატირების და საზოგადოებასთან ურთიერთობის ექსპერტმა ქ-მა მანანა პეტაშვილმა წარმოადგინა პრეზენტაცია რესურსეფექტური და სუფთა წარმოების მეთოდებისა და მიდგომების შესახებ,  ასევე დამსწრეთ გააცნო UNIDO-ს “რესურსეფექტური და სუფთა წარმოების სადემონსტრაციო პროექტის” დახმარებით ერთ-ერთ საწარმოში განხორციელებული ღონისძიებები. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ლექტორმა, რესურსეფექტური და სუფთა წარმოების ექსპერტმა, ბ-ნმა ჯიმშერ ქერქაძემ დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა რესურსეფექტური და სუფთა წარმოების კუთხით ერთ-ერთი საწარმოს შეფასების შედეგები.

ფორუმის მონაწილეებმა დაინტერესება გამოხატეს რესურსეფექტური და სუფთა წარმოების სადემონსტრაციო პროექტის მიმართ.  მსჯელობა გაიმართა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის საწარმოების წინაშე არსებული გამოწვევების, ასევე მათი განვითარების შესაძლებლობებთან დაკავშირებით.

ღონისძიება გაშუქებული იქნა ადგილობრივი მასმედიით. ინტერვიუ ბ-ნ მალზ ადეიშვილთან, პროექტის კოორდინატორთან საქართველოში, გადაიცა ტელე-არხით “ოდიში”. ამას გარდა, ღონისძიების შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა რადიო არხ “ათინათი”-სა და ინტერნეტ-გაზეთ “ზუგდიდელები”-ს ვებ-გვერდებზე.

რადიო ათინათი:

http://www.radioatinati.ge/regioni/article/57093-zugdidshi-ekologiurad-suftha-tsarmoebis-sakithkhze-forumi-gaimartha.html

ზუგდიდელები.ge