მეოთხე ფორუმი, თბილისი, 18 მარტი 2016

IMG_5411
ფორუმები

UNIDO-ს “რესურსეფექტური და სუფთა წარმოების სადემონსტრაციო პროექტის” კომპონენტის “რესურსეფექტური და სუფთა წარმოების დამკვიდრება ქვეყანაში” ფარგლებში მოეწყო მორიგი ფორუმი, რომელიც 2016 წლის 18 მარტს ქ. თბილისში გაიმართა. ფორუმი მიეძღვნა ატმოსფერული ჰაერის დაცვისა და ინდუსტრიული სექტორის მიერ ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების საკითხებს.

ფორუმი ორგანიზებული იქნა საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციასთან თანამშრომლობით. მასში მონაწილეობა მიიღეს მცირე და საშუალო ზომის საწარმოების წარმომადგენლებმა, საქართველოში გარემოს დაცვის საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო პროექტების წარმომადგენლებმა და ასევე, რესურსეფექტური და სუფთა წარმოების ექსპერტებმა. ფორუმზე მოწვეული იყო გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ატმოსფერული ჰაერის დაცვის სამსახურის წარმომადგენელი ქ-ნი ნინო ობოლაშვილი, რომელმაც პრეზენტაცია გააკეთა საქართველოს ატმოსფერული ჰაერის დაცვის საკანონმდებლო ჩარჩოზე და ამ სფეროში ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გამო ახლო მომავალში მოსალოდნელ ცვლილებებზე.

პროექტის ადვოკატირების და საზოგადოებასთან ურთიერთობის ექსპერტმა ქ-მა მანანა პეტაშვილმა წარმოადგინა პრეზენტაცია ატმოსფერული გაფრქვევების შემცირების მხრივ საწარმოებში არსებულ პოტენციალზე, რაც გამოვლენილი იქნა UNIDO-ს “რესურსეფექტური და სუფთა წარმოების სადემონსტრაციო პროექტის” ფარგლებში განხორციელებული შეფასებებით.

ფორუმის მონაწილეებმა აქტიურად იმსჯელეს იმ გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც დგას ინდუსტრიული სექტორი და განსაკუთრებით კი, მცირე და საშუალო საწარმოები, რომ დააკმაყოფილოს ატმოსფერული ჰაერის დაცვის კანონმდებლობის მოთხოვნები; ამას გარდა, ფორუმის მონაწილეებმა იმსჯელეს საწარმოებსა და სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის კომუნიკაციის ნაკლებობის საკითხზეც და ამ პრობლემის მოგვარების გზებზეც.

ღონისძიება გაშუქებული იქნა ტელევიზიებით. სატელევიზიო არხემა “იბერიამ” ინტერვიუ ჩამოართვეს საქართველოში UNIDO-ს “რესურსეფექტური და სუფთა წარმოების სადემონსტრაციო პროექტის” კოორდინატორის ბ-ნ მალხაზ ადეიშვილისა და საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტის ბ-ნ მიხეილ კორძახიას. ინტერვიუები გავიდა აღნიშნული ტელეკომპანიების ეთერში.