პირველი ფორუმი, თბილისი, 6 ნოემბერი 2015

RECP Forum
ფორუმები

ფორუმი ჩატარდა  პროგრამის „მწვანე ეკონომიკის ხელშეწყობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“ (Greening Economies in Eastern Partnership Countries – EaP GREEN)კომპონენტის „რესურსეფექტური და ეკოლოგიურად სუფთა წარმოების სადემონსტრაციო პროექტი“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაცია (UNIDO). ფორუმის ორგანიზებას უზრუნველყოფს პროექტის ხელმძღვანელობა საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციასთან თანამშრომლობით.

ღონისძიების მიზანი იყო  საქართველოს სამრეწველო სექტორში რესურსეფექტური და ეკოლოგიურად სუფთა წარმოების მეთოდების და პრაქტიკის დანერგვის ხელშეწყობისათვის სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებს შორის გამოცდილების და ხედვების ურთიერთგაზიარება.

შეხვედრაზე, კერძოდ, განხილული ოყო საწარმოებში ენერგოეფექტური ღონისძიებების გატარების შესაძლებლობები და ამასთან დაკავშირებული ეკონომიკური, ეკოლოგიური და სოციალური სარგებელი. წარმოდგენილი იყო პროექტის ფარგლებში ქართულ საწარმოებში  განხორციელებული ენერგოეფექტური ღონისძიებების პრაქტიკული მაგალითები.

ღონისძიებაში მონაწილეობა  მიიღეს სამთავრობო, არასამთავრობო და კერძო სექტორების, ასევე სამეცნიერო და საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლები.

press releases with Agenda RECP Forum

ფორუმი იყო გაშუქებული სახელმწიფო მაუწყებლობის პირველი არხის  გადაცემაში  “ეკონომეტრი” .