განცხადება რესურსეფექტური და სუფთა წარმოების ადგილობრივი ექსპერტ-სტაჟიორის შესარჩევად, 14.07.2020

სიახლეები, ტრეინინგები

 

 თანამდებობა:  რესურსეფექტური და სუფთა წარმოების ადგილობრივი ექსპერტ-სტაჟიორი.

სტაჟირების ადგილი: თბილისი და საქართველოს რეგიონები

სტაჟირების დაწყების თარიღი:  2020  წლის ივლისი

 პროექტის შესახებ

ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველო (www.eecgeo.org) ევროკავშირის პროგრამის „ევროკავშირი გარემოსთვის“ (EU4Environment) ფარგლებში დაფინანსებული პროექტის „ცირკულარული ეკონომიკა და ახალი შესაძლებლობები- რესურსეფექტური, სუფთა წარმოება და ეკო-ინოვაცია მცირე და საშუალო საწარმოებისათვის“ მიზნებიდან გამომდინარე, იწვევს გარემოსდაცვით, საინჟინრო და სამრეწველო ტექნოლოგიების, ბიზნეს მენეჯმენტის სფეროში მომუშავე ექსპერტებს სტაჟირებისა და თანამშრომლობისთვის.

პროგრამის  ძირითადი მიმართულებაა საწარმოებში რესურსეფექტური და სუფთა წარმოების (RECP) და ეკო-ინოვაციური მეთოდების მასშტაბური დანერგვის ხელშეწყობა წარმოების ეფექტურობის ამაღლების, გარემოსდაცვითი მენეჯმენტის გაუმჯობესებისა და ადამიანური პოტენციალის განვითარების გზით.

პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია 40-მდე მცირე და საშუალო ზომის საწარმოს შერჩევა, მათი ბიზნეს-მოდელების ანალიზი, მათი თანამშრომელებისთვის ტრეინინგების ჩატარება  და  შერჩეულ კომპანიებში რესურსეფექტური შეფასების განხორციელება. ასევე იგეგმება რესურსეფექტურობისა და სუფთა წარმოების კლუბების დაარსება ქვეყნის ორ რეგიონში, რომლებიც ხელს შეუწყობენ კოლეგებს შორის გამოცდილების გაზიარებას. პროექტის სექტორალურ საფოკუსე ჯგუფში შედიან სამშენებლო მასალების, კვების მრეწველობის, ნარჩენების გადამუშავების /ქიმიური მრეწველობის კლასტერში მოქმედი მცირე და საშუალო ზომის საწარმოები.

დეტალური ინფორმაცია პროგრამის შესახებ იხილეთ შემდეგ ვებ-გვერდებზე:

http://eecgeo.org/ge/project_recp.htm

ექსპერტ-სტაჟიორის მოვალეობები:

  1. გაიაროს ტრენინგის კურსი (6 დღე ეტაპობრივად, დროის სხვადასხვა პერიოდში) რესურსების ეფექტური გამოყენების და სუფთა წარმოების მეთოდებსა და ტექნოლოგიებში; ტრენინგს ჩაატარებენ საერთაშორისო და ადგილობრივი სერტიფიცირებული ექსპერტები.
  2. პროექტის RECP ექსპერტების დახმარებით მოამზადოს კვების, ქიმიური და სამშენებლო მასალების სექტორიდან შერჩეულ სადემონსტრაციო კომპანიები RECP მეთოდოლოგიის პრაქტიკული დანერგვისათვის;
  3. პროექტის განხორციელების მეორე ეტაპზე, 6 თვეში ერთხელ ექსპერტ-სტაჟიორები იმუშავებენ დამოუკიდებლად და ჩაატარებენ სადემონსტრაციო კომპანიებში განხორციელებული ღონისძიებების მონიტორინგს და მიღებული შედეგების დოკუმენტირებასა და ანალიზს. მონიტორინგში ჩართული ექსპერტები მიიღებენ ანაზღაურებას.
  4. ექსპერტ-სტაჟიორი იმუშავებს პროექტის ექსპერტების და ეროვნული კოორდინატორის ხელმძღვანელობით.

  კვალიფიკაცია:

 განათლება:     

მაგისტრის  ან მისი ექვივალენტი საუნივერსიტეტო ხარისხი შემდეგი სპეციალობებით:  ინჟინერი, სამრეწველო ტექნოლოგიები, ბიზნეს მენეჯმენტი, გარემოს დაცვა.

 

გამოცდილება და ცოდნა:

  • პრაქტიკული გამოცდილება ისეთ სფეროებში, როგორიცაა სამრეწველო ტექნოლოგიები, გარემოს დაცვა და ენერგიის მართვა სამრეწველო საწარმოებში;
  • სამრეწველო ციკლის და ტექნოლოგიების ცოდნა ისეთ დარგებში, როგორიცაა კვების მრეწველობა, სამშენებლო მასალების და ქიმიური ნივთიერებების წარმოება;
  • მწვანე ეკონომიკის, სუფთა წარმოების, ენერგოეფექტურობის კონცეფციის და მეთოდოლოგიის ცოდნა.
  • კერძო სექტორში და სამრეწველო კომპანიებში მუშაობის გამოცდილება;

 

განაცხადების მიღების წესი:

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი შრომითი ავტობიოგრაფია (CV) ელექტრონული ფორმით, შემდეგ მისამართზე:  m_dadi@eecgeo.org

ინტერვიუზე მიწვეული იქნებიან მხოლოდ შერჩეული კანდიდატები.

განცხადების  გამოქვეყნების დღე: 2020 წ 14 ივლისი

რეზუმეს მიღების  ბოლო ვადა: 2020 წ 24 ივლისი, 17:00 საათი

დამატებით გაცნობებთ რომ შერჩეული ექსპერტები მიიღებენ მონაწილეობას EU4Environment მიერ გამართულ ვებინარში შემდეგ თემებზე:

გარემოსდაცვითი მენეჯმენტის სისტემები – 30 ივლისი

ენერგომენეჯემენტი – 5-6 აგვისტო

ნარჩენების მართვა – 12-13 აგვისტო

შერჩეული ექსპერტ-სტაჟიორები დეტალურ ინფორმაციას ვებინარებში მონაწილეობის შესახებ მიიღებენ მოგვიანებით.