პოტენციალის გაძლიერება ნარჩენების პოლიტიკისა და სუფთა წარმოების საკითხებში ტრეინინგი ჩატარდა 6 სექტემბერს, 2017

სიახლეები, ღონისძიებები

რესურსეფექტური და სუფთა წარმოების პროექტის კოორდინატორმა საქართველოში ბატონმა მალხაზ ადეიშვილმა ა.წ. 6 სექტემბერს მონაწილეობა მიიღო  ტრეინინგში „პოტენციალის გაძლიერება ნარჩენების პოლიტიკისა და სუფთა წარმოების საკითხებში“. თრეინინგი ჩატარდა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დაფინანსებით მიმდინარე პროექტის ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს ქალაქ თბილისისთვის „მწვანე ქალაქის სამოქმედო გეგმის“ (GCAP) შემუშავებას. ვორკშოპის მუშაობაში მონაწილეობას იღებდნენ ქ. თბილისის მცირე და საშუალო ზომის საწარმოებების წარმომადგენლები, გარემოსდაცვითი და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ბ-ნა მალხაზ ადეიშვილმა ვორკშოპის მონაწილეებს წარუდგინა რესურსეფექტური და სუფთა წარმოების (RECP) კონცეფციის განვითარება, RECP მიდგომები და RECP ღონისძიებების განხორციელების წარმატებული მაგალითები საწართველოში. მან ასევე წარადგინა რესურსეფექტური და სუფთა წარმოების (RECP) სადემონსტრაციო პროექტი საქართველოში, რომელიც წარმოადგენს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული EaP GREEN პროგრამის შემადგენელ ნაწილს და ხორციელდება UNIDO-ს მიერ.   „პოტენციალის გაძლიერების“ ვორკშოპი ჩატარდა საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ოფისში.