- რესურსეფექტური და სუფთა წარმოების პრაქტიკაში ფართოდ გამოყენების და ამასთან დაკავშირებული ეკონომიკური, ეკოლოგიური და სოციალური სარგებლის მიღების მიზნით პროექტის ფარგლებში განხორციელდა და მიმდინარეობს შემდეგი ღონისძიებები:
- რესურსეფექტური და სუფთა წარმოების მეთოდოლოგიის გამოყენებაში მომზადდა 18 ქართველი ექსპერტი, რომელთაც შეუძლიათ კონსულტაცია გაუწიონ საწარმოებს ამ მიმართულებით;
- 18 ქართულ საწარმოში ჩატარდა რესურსეფექტური და სუფთა წარმოების შესაძლებლობების შესწავლა და გამოვლინდა ამ სწარმოებში ბუნებრივი რესურსების უფრო პროდუქტიულად გამოყენების და გარემოს დაცვის გაუმჯობესების ღონისძიებები. ზოგიერთმა საწარმომ უკვე დაიწყო ამ ღონისძიებების განხორციელება;
- ჩამოყალიბდა რესურსეფექტური და სუფთა წარმოების კლუბები კახეთის რეგიონში, რუსთავის, კასპის და ქუთაისის მუნიციპალიტეტებში, რომლებიც აერთიანებენ 35 მცირე და საშუალო საწარმოს. კლუბის წევრი კომპანიების მუშახელმა შეისწავლა რესურსეფექტური და სუფთა წარმოების მეთოდები და შეუძლიათ ეს ცოდნა გამოიყენონ თავიანთ საწარმოებში;
- სამი საწარმოსთვის მომზადდა საინვესტიოციო წინადადება რესურსდამზოგი და სუფთა ტექნოლოგიების შესასყიდად და წარმოებაში დასანერგად; მიმდინარეობს საფინანსო ინსტიტუტებთან თანამშრომლობა შესაბამისი ფინანსური რესურსების მისაღებად;
- რესურსეფექტურ და სუფთა წარმოების პოპულარიზაციის მიზნით, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში მოეწყო შეხვედრები მეწარმეების, ბიზნეს ასოციაციების, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციების, აკადემიური ინსტიტუტების და მედიის წარმომადგენლების მონაწილეობით.
- მომზადდა რესურსეფექტურ და სუფთა წარმოების სახელმძღვანელო ქართულ ენაზე.
დაგეგმილია რესურსეფექტური და სუფთა წარმოების ცენტრის ჩამოყალიბება, რომელიცპროექტის დასრულების შემდეგ გააგრძელებს საქმიანობას და თანამშრომლობას ქართულ საწარმოებთან.
დაინტერესებული მხარეები
რესურსეფექტური და სუფთა წარმოების სადემონსტრაციო პროექტის მართვის
სტრუქტურა საქართველოში
რესურსეფექტურობის და სუფთა წარმოების სადემონსტრაციო პროექტის მთავარი ბენეფიციარები არიან სამრეწველო კომპანიები და სხვა ორგანიზაციები, რომლების დაინტერესებული აირანი მიიღონ ეკონომიკური და ეკოლოგიური სარგებელი RECP მეთოდოლოგიის გამოყენებით. პროექტის დაინტერესებული მხარეები არიან ასევე ეკონომიკის და გარემოს დაცვის სამინისტროები, აკადემიური წრეები და არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთა საქმიანობა უკავშირდება ენერგიის და ბუნებრივი რესურსების ეფექტურად გამოყენების, გარემოს დაცვის და მდგრადი განვიტარების ხელშეწყობას საქართველოში. დაინტერესებული მხარეების მონაწილეობის უზრუნველსაყოფად პროექტის ფარგლებში ჩამოყალიბდა პროექტის ხელმძღვანელი კომიტეტი. ხელმძღვანელი კომიტეტის წევრები არიან საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვიტარების სამინისტროს წარმომადგენლები – EAP GREEN პროგრამის საკონტაქტო პირები საქართველოში. კომიტეტის შემადგენლობაში არიან ასევე ბიზნეს სექტორის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის და საქართველოს ენერგოეფექტურობის ცენტრის დირექტორები. კომიტეტის შეხვედრები იმართება წელიწადში ორჯერ ან მეტჯერ, რათა წევრებმა განახორციელონ პროექტის მიმდინარეობის მონიტორინგი, ჩაიბარონ ანგარიშები და მისცენ სახელმძღვანელო მითითებები პროექტის განმახორციელებლებს.
ხელმძღვანელი კომიტეტის წევრები:
-
- ნინო ლაზაშვილი, მდგრადი განვითარების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო;
- ნინო თხილავა, გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი, საქართველოს გარემოსა და ბუნებრიბი რესურსების დაცვის სამინისტრო;
- შალვა ანდღულაძე, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სრული პროფესორი;
- გიროგი აბულაშვილი, საქართველოს ენერგოეფექტურობის ცენტრის დირექტორი;
- სოფიკო ახობაძე, კავკასიის რეგიონალური გარემოსდაცვითი დირექტორი;
- ირმა დაუშვილი, დირექტორი, შპს “დიო”;
- მიხეილ კორძახია, ვიცე პრეზიდენტი, საქართველოს დამსაქმებელთა ასოცოაცია
- ჯიმშერ ქერქაძე, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სრული პროფესორი;
პროექტის მართვას ახორციელებს UNIDO-ს მთავარი ოფისის (მდებარეობს ქ. ვენაში) სუფთა და მდგრადი წარმოების განყოფილება. პროექტის კოორდინატორი საქართველოში ახორციელებს პროექტის ყოველდღიური საქამინობების დაგეგმვას კოორდინაციას, მონიტორინგს და მართვას, წარმართავს დაინტერესებულ მხარეებთან, ექსპერტებთან და მონაწილე საწარმოებთან ურთიერთობებს.
ჩამოყალიბდა RECP ექსპერტთა ჯგუფი, რომლებმაც პროექტის ფარგლებში გაიარეს მომზადება რესურსეფექტური და სუფთა წარმების მეთოდებში. ისინი ასრულებენ ტექნიკურ შამუშაოებს, კერძოდ, რესურსეფექტური და სუფთა წარმოების შესაძლებლობების შესწავლას სადემონსტრაციო საწარმოებში და რეკომენდაციების შემუშავებას, საინვესტიციო წინადადებების მოსამზადებლად ტექნიკური და ფინანსური ანალიზის ჩატარებას, კლუბებში გაწევრიანებულ საწარმოებთან ურთიერთობას და საწარმოების ტექნიკური პერსონალის მომზადებას რესურსეფექტური და სუფთა წარმოების მეთოდებში, ადვოკატირებას, ცნობიერების ამაღლებას და ა.შ.
პროექტის მართვის ორგანიზაციული სტრუქტურა.