პოტენციალის გაძლიერება ნარჩენების პოლიტიკისა და სუფთა წარმოების საკითხებში ტრეინინგი ჩატარდა 6 სექტემბერს, 2017

სიახლეები, ღონისძიებები

რესურსეფექტური და სუფთა წარმოების პროექტის კოორდინატორმა საქართველოში ბატონმა მალხაზ ადეიშვილმა ა.წ. 6 სექტემბერს მონაწილეობა მიიღო  ტრეინინგში „პოტენციალის გაძლიერება ნარჩენების პოლიტიკისა და სუფთა წარმოების საკითხებში“. თრეინინგი ჩატარდა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დაფინანსებით მიმდინარე პროექტის ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს ქალაქ თბილისისთვის „მწვანე ქალაქის სამოქმედო გეგმის“ (GCAP) შემუშავებას. ვორკშოპის მუშაობაში მონაწილეობას იღებდნენ ქ. თბილისის მცირე და საშუალო ზომის საწარმოებების წარმომადგენლები, გარემოსდაცვითი და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ბ-ნა მალხაზ ადეიშვილმა ვორკშოპის მონაწილეებს წარუდგინა რესურსეფექტური და სუფთა წარმოების (RECP) კონცეფციის განვითარება, RECP მიდგომები და RECP ღონისძიებების განხორციელების წარმატებული მაგალითები საწართველოში. მან ასევე წარადგინა რესურსეფექტური და სუფთა წარმოების (RECP) სადემონსტრაციო პროექტი საქართველოში, რომელიც წარმოადგენს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული EaP GREEN პროგრამის შემადგენელ ნაწილს და ხორციელდება UNIDO-ს მიერ.   „პოტენციალის გაძლიერების“ ვორკშოპი ჩატარდა საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ოფისში.

რძის გადამამუშავებელ და ქიმიურ მრეწველობებში რესურსეფექტური და სუფთა წარმოების სახელმძღვანელოების ონლაინ პრეზენტაცია და ტრეინინგი, 4 ივლისი 2017

PIcture
სიახლეები, ღონისძიებები

მიმდინარე წლის 4 ივლისს გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის (UNIDO) რესურსეფექტური და სუფთა წარმოების  სადემონსტრაციო (RECP) პროექტის  ორგანიზებით საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიმართა ვებინარი – რძის გადამამუშავებელ და ქიმურ მრეწველობებში რესურსეფექტური და სუფთა წარმოების სახელმძღვანელოების პრეზენტაცია/ტრეინინგი. ტრეინინგში მონაწილეობა მიიღო 40 -ზე მეტმა ამ საკითხებით დაინტერესებულმა ქართველმა ექსპერტმა, საწარმოების წარმომადგენლებმა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა და სტუდენტებმა. ღონისძიებას მინსკიდან (ბელორუსის სახელწიფო უნივერსიტეტიდან) უძღვებოდა  საერთაშორისო ექსპერტი ბ-ნ იოჰანეს ფრესნერი. პარალელურად ვებინარში მონაწილეობას იღებდნენ დარგის ექსპერტები სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ბელორუსიდან, უკრაინიდან და მოლდოვადან. რამოდენიმე ქართველმა ექსპერტმა ვებინარში მონაწილეობა მიიღო ინტერნეტის საშუალებით.  ვებინარის  ონ-ლაინ ვერსია განთავსებულია შემდეგ ბმულებზე:

https://www.youtube.com/watch?v=18RUFq95SOw (ინგლისურ ენაზე)

https://www.youtube.com/watch?v=IgewptwOJRo (თარგმანი რუსულ ენაზე)

UNIDO-ს რესურსეფექტური და სუფთა წარმოების სადემონსტრაციო პროექტი წარმოადგენს შემადგენელ ნაწილს ევროკავშირის რეგიონული პროგრამისა „მწვანე ეკონომიკური განვითარება  აღმოსავლეთ სამეზობლო ქვეყნებში“ (EaP GREEN). პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელორუსი, მოლდოვა, უკრაინა) ე.წ. „მწვანე ეკონომიკის“ სწრაფ განვითარებაში. პროგრამა ფინანსდება ევროკომისიის და სხვა დონორების, მათ შორის ავსტრიის განვითარების ბანკის და სლოვენიის მთავრობის მიერ და მას ახორციელებენ  საერთაშორისო ორგანიზაციები OECD, UNECE, UNEP და UNIDO.

მრგვალი მაგიდა, 26 აპრილი 2017

სიახლეები, ღონისძიებები

მრგვალი მაგიდა

 რესურსეფექტური და სუფთა წარმოების საინვესტიოციო პროექტების დაფინანსება

საქართველოს და ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოს სხვა ქვეყნების მცირე და საშუალო ზომის საწარმოებში

შეხვედრა ტარდება „რესურსეფექტური და სუფთა წარმოება“  სადემონსტრაციო პროექტის ფარგლებში, რომელიც ფინანსდება ევროკავშირის, ავსტრიის განვითარების ბანკის და სლოვენიის მთავრობის მიერ. პროექტს ახორციელებს გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაცია (UNIDO) და ის წარმოადგენს კომპონენტს ევროკავშირის პროგრამისა „მწვანე ეკონომიკის განვითარება აღმოსავლეთ სამეზობლოში“.

მრგვალ მაგიდაზე განხილული იქნება გარემოს დაცვაზე მიმართული საინვესტიოციო პროექტების დაფინანსების არსებული პრობლემები და შესაძლებლობები საქართველოში და ავროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოს სხვა ქვეყნებში. შეხვედრის მონაწილეები განიხილავენ მცირე და საშუალო ზომის საწარმოებში რესურსეფექტური და სუფთა წარმოების პროექტების დაფინანსების გზებს. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ის ორგანიზაციები და ინდივიდები, რომლებიც დაინტერესებული არიან და მუშაობენ საქართველოში მწვანე ეკონომიკის განვითარების საკითხებზე, მათ შორის საქართველოს სამთავრობო და კერძო სექტორის, ბანკების, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, დონორი ორგანიზაციების და არასამთავრობო  სექტორის წარმომადგენლები.

პროგრამა

“რადიო 1”- გადაცემის ბმული

 

მრგვალი მაგიდა, 26 აპრილი 2017

სიახლეები, ღონისძიებები

მრგვალი მაგიდა

რესურსეფექტური და სუფთა წარმოების საინვესტიოციო პროექტების დაფინანსება საქართველოს და ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოს სხვა ქვეყნების მცირე და საშუალო ზომის საწარმოებში

შეხვედრა ტარდება „რესურსეფექტური და სუფთა წარმოება“  სადემონსტრაციო პროექტის ფარგლებში, რომელიც ფინანსდება ევროკავშირის, ავსტრიის განვითარების ბანკის და სლოვენიის მთავრობის მიერ. პროექტს ახორციელებს გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაცია (UNIDO) და ის წარმოადგენს კომპონენტს ევროკავშირის პროგრამისა „მწვანე ეკონომიკის განვითარება აღმოსავლეთ სამეზობლოში“.

მრგვალ მაგიდაზე განხილული იქნება გარემოს დაცვაზე მიმართული საინვესტიოციო პროექტების დაფინანსების არსებული პრობლემები და შესაძლებლობები საქართველოში და ავროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოს სხვა ქვეყნებში. შეხვედრის მონაწილეები განიხილავენ მცირე და საშუალო ზომის საწარმოებში რესურსეფექტური და სუფთა წარმოების პროექტების დაფინანსების გზებს. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ის ორგანიზაციები და ინდივიდები, რომლებიც დაინტერესებული არიან და მუშაობენ საქართველოში მწვანე ეკონომიკის განვითარების საკითხებზე, მათ შორის საქართველოს სამთავრობო და კერძო სექტორის, ბანკების, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, დონორი ორგანიზაციების და არასამთავრობო  სექტორის წარმომადგენლები.

 

რესურსეფექტური და სუფთა წარმოების ეროვნული კონფერენცია

IMG_2922
სიახლეები, ღონისძიებები

რესურსეფექტური და სუფთა წარმოების ეროვნული კონფერენცია გაიმართება მიმდინარე წლის 27 აპრილს ქ. თბილისში (სასტუმრო ტიფლის პალასი, ტელ: + 995 32 2000245, ვახტანგ გორგალის ქ. # 3, www.tiflispalace.ge). კონფერენცია ტარდება გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის (UNIDO) ხელმძღვანელობით მიმდინარე სადემონსტრაციო პროექტის „რესურსეფექტური და სუფთა წარმოება“ ფარგლებში. ეს პროექტი წარმოადგენს კომპონენტს ევროკავშირის პროგრამისა „მწვანე ეკონომიკის განვითარება აღმოსავლეთ სამეზობლოში“, რომელიც ეხმარება ევროკავშირის აღმოსავლეთ საპარტნიორო ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს, ე.წ. „მწვანე ეკონომიკის“ განვითარებაში. პროექტი ფინანსდება ევროკავშირის, ავსტრიის განვითარების ბანკის და სლოვენიის მთავრობის მიერ.

კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება საქართველოში რესურსეფექტური და სუფთა წარმოების სადემონსტრაციო პროექტის ფარგლებში მიღწეული შედეგები, მიღებული გამოცდილება და შემდეგი ნაბიჯები.

დამატებითი იფორმაციისათვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ (ქ-ნ. მანანა დადიანი, პროექტის ადმინისტრატორი ტელ: 599 53 13 50, ელ-ფოსტა: m_dadi@eecgeo.org ; ქ-ნ. ლიანა ღარიბაშვილი, საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი ტელ:   599548782, ელ-ფოსტა: l_gari@eecgeo.org).

ღონისძიების მოკლე ინფორმაცია და დღის წესრიგი.ინფორმაცია და დღის წესრიგი

ღონისძიება გაშუქდა შემდეგი კომპანიებით

 

UNIDO-ს საზედამხედველო საბჭოს (Steering Committee) შეხვედრა,18 აპრილი 2016

steering-committee-group
ღონისძიებები

შეხვედრის მიზანი იყო საზედამხედველო საბჭოს წევრების ინფორმირება პროექტის ფარგლებში 2015-2016 წელს ჩატარებული სამუშაოების და 2016 წლის ბოლომდე დაგეგმილი საქმიანოების შესახებ. პროექტის ფარგლებში დაგეგმილი RECP  ცეტრის  ფუნქციების  და სტრუქტურის შესახებ;

მოისმინეს საზედამხედველო საბჭოს წევრების მოსაზრებები პროექტის მსვლელობასა და გეგმებთან დაკავშირებით.

EaP GREEN პროგრამის სადემონსტრაციო კომპონენტის პრეზენტაცია 2015 წლის მსოფლიოს რესურსების ფორუმის შეხვედრაზე ” ცირკულარული ეკონომიკა მოქმედებაში” RECP გლობალური ქსელის გამოცდილება მსოფლიოში

MA in Davos
ღონისძიებები

Events – Organisation for Economic Co-operation and Development

RECP for industry logo
მიმდინარე  წლის 13 ოქტომბერს 16:30 საათზე წარმატებულად ჩატარდა EaP GREEN პროგრამის  სადემონსტრაციო კომპონენტის პრეზენტაცია  მსოფლიოს რესურსების 2015 წლის ფორუმის სამუშაო შეხვედრაზე  „ ცირკულარული ეკონომიკა მოქმედებაში-RECP გლობალური ქსელის გამოცდილება მსოფლიოში“. მსოფლიო რესუსრსების 2015 წლის ფორუმი  RECP  გლობალური ქსელის კონფერენციასთან   ერთად ტარდება  შვეიცარიის ქალაქ დავოსში 12-16 ოქტომბერს.პრეზენტაცია EaP GREEN პროგრამაზე და, კერძოდ,  UNIDO-ს კომპონენტზე  გააკეთეს  UNIDO-ს პროექტის მენეჯერი ქალნატონი კაროლინა გონზალესი და პროექტის კოორდინატორი საქართველოში ბატონი მალხაზ ადეიშვილი. დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია შემდეგ ინტერნეტ მისამართზე http://www.wrforum.org/events/wrf-2015/EaP GREEN კომპონენტში მონაწილე ექვს  ქვეყანაში   RECP კლუბების მუშაობის შესახებ გამოცდილების გაზიარება და დისკუსია ჩატარდა ოთხშაბათს, 15 ოქტომბერს პარალელურ  სესიაზე Capacity Development for RECP Solutions – Methods and Tools for RECP.

საკონსულტაციო შეხვედრა,თბილისი, 4 ივნისი 2015

Group
ღონისძიებები

2015 წლის 4 ივნისს სასტუმროში „რუმს ჰოტელ თბილის“ (მერაბ კოსტავას ქ. #14) ევროკავშირის EaP GREEN პროგრამის ფარგლებში მიმიდინარე UNIDO-ს რესურსეფექტური და სუფთა წარმოების სადემონსტრაციო პროექტის ორგანიზებით გაიმართა საკონსულტაციო შეხვედრა რესურსეფექტური და სუფთა წარმოების კონცეფციის და პრაქტიკის საქართველოს რეალობაში ადაპტაციის და დანერგვის მიზნით.

საკონსუტაციო შხვედრის მონაწილეებს მიესალმა ქ-ნ ირმა ქავთარაძე, ეკონომიკის და მდგრადი განვიტარების მინისტრის მოადგილე.

საკოსულტაციო შეხვედრა წაიყვანეს ლუნდის უნივერსიტეტის ინდუსტრიული გარემოსდაცითი ეკონომიკის ინსტიტუტის პროფესორი თომას ლინდჰკვისტი და  გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უნივერსიტეტის  მდგრადობის პერსპექტიული კვლევების ინსტიტუტის წამყვანი სპეციალისტი ზინაიდა ფადეევა. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს სამთავრობო, აკადემიური, არასამთავრობო და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები, ასევე  რესურსეფექტური და სუფთა წარმოების ქართველი ექსპერტები.

Agenda consultative dialogue 4 June

საკოორდინაციო შეხვედრა,27-28 მარტი 2015

IMG_0999
ღონისძიებები

შეხვედრის მიზანი იყო პროექტის ფარგლებში ბენეფიციარ ქვეყნებში 2014 წელს მიღწეული შედეგების განხილვა და პროექტის ბოლომდე საქმიანობების დაგეგმვა.

Agenda

კონფერენცია ,თბილისი, 26 მარტი 2015

IMG_0808
ღონისძიებები

მიმდინარე წლის 26 მარტს ქ. თბილისში სასტუმროში თბილისი მარიოტი გაიმართა კონფერენცია რესურსეფექტური და ეკოლოგიურად სუფთა წარმოება საქართველოში: ეფექტური წარმოება – სუფთა გარემო – მწვანე ეკონომიკა.  კონფერენცია ჩატარდა რესურსეფექტური და ეკოლოგიურად სუფთა წარმოების სადემონსტრაციო პროექტის ფარგლებში, რომელსაც საქართველოში ახორციელებს გაერთიანებული ერების ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაცია (UNIDO). ღონისძიებას ესწრებოდნენ სამთავრობო და კერძო სექტორის, არასამთავრობო და სამეცნიერო ინსტიტუტების, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

კონფერენციაზე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ბატონი თეიმურაზ მურღულია, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქალბატონი ირმა ქავთარაძე და UNIDO-ს ინდუსტრიული რესურსეფექტურობის განყოფილების უფროსი ბატონი რენე ვან ბერკელი. რესურსეფექტური და სუფთა წარმოების პროექტის კოორდინატორმა საქართველოში ბატონმა მალხაზ ადეიშვილმა კონფერენციის მონაწილეებს წარუდგინა პროექტის მიზნები, განვლილ პერიოდში (2014-2015) განხორციელებული ღონისძიებები და მათი შედეგები.

ათ ქართულ საწარმოს, რომელთაც მონაწილეობა მიიღეს პროექტში, და ათ ქართველ ექსპერტს, რომლებმაც გაიარეს მომზადება რესურსეფექტური და სუფთა წარმოების  მეთოდოლოგიაში, გადაეცათ UNIDO-ს სერთიფიკატები. კომპანიების წარმომადგენლებმა და ექსპერტებმა კონფერენციის მონაწილეებს გაუზიარეს სადემონსტრაციო საწარმოებში ჩატარებული რესურსეფექტური და სუფთა წარმოების შესაძლებლობების შფასებით მიღებული გამოცდილება.