ქუთაისის RECP კლუბის წევრი საწარმოების დაჯილდოება, 28 ოქტომბერი 2016

img_2726
კლუბების დაჯილდოვება

მ/წ 28 ოქტომბერს ქ. ქუთაისში (ქუთაისის მერია, შ.რუსთაველის გამზ. #3) გაიმართა ქუთაისის რესურსეფექტური და სუფთა წარმოების კლუბის წევრი საწარმოების სერთიფიკატებით დაჯილდოების ცერემონია.

რესურსეფექტური და სუფთა წარმოების პროექტის კოორდინატორმა საქართველოში მალხაზ

ადეიშვილმა   მადლობა   გადაუხადა   ქ.ქუთაისის   მერიას   თანამშრომლობისთვის   და   ვრცლად ისაუბრა გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის საქმიანობაზე, მათ შორის რესურსეფექტური და სუფთა წარმოების პროექტის შესახებ.

ქ.ქუთაისის მერიის წარმომადგენელმა ირაკლი გოგლიჭიძემ მადლობა გადაუხადა პროექტის ორგანიზატორებს, ისაუბრა რეგიონში აღნიშნული პროექტის მნიშვნელობასა და ეფექტზე, ასევე მსგავსი სახის პროექტების მომავალში განხორციელების იმედი გამოთქვა.

  • agenda-and-list-of-participants-award-ceremony-in-kaspi-recp-club-6-10-16-geo
  • group-with-certificates
  • დღის წესრიგი და კლუბის წევრების სია
  • Kaspi Award Group Award ceremony
  • img_2668
  • whole-group-around-table
  • group-with-certificates
  • დღის წესრიგი და მონაწილეთა სია
  • group-with-certificates
კლუბების დაჯილდოვება

კასპის RECP კლუბის წევრი საწარმოების დაჯილდოება, 6 ოქტომბერი 2016

მ/წ 6 ოქტომბერს ქ. კასპში (კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობა, მ. კოსტავას ქ.#18) გაიმართა კასპის რესურსეფექტური და სუფთა წარმოების კლუბის წევრი საწარმოების სერთიფიკატებით დაჯილდოების ცერემონია. დღის წესრიგი და მონაწილეთა სია

ცერემონიას ესწრებოდნენ ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები, მათ შორის კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელი და კლუბის წევრი საწარმოები:

კახეთის RECP კლუბის წევრი საწარმოების სერტიფიკატებით დაჯილდოება, 29 მარტს 2016წ.

KAKHETI award ceremony (25)
კლუბების დაჯილდოვება

მ/წ 29 მარტს, ქ. თელავში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, გაიმართა კახეთის რეგიონის რესურსდამზოგი და სუფთა წარმოების კლუბის წევრი საწარმოების  სერთიფიკატებით დაჯილდოების ცერემონია.

ნიკოლოზ ჯავშანაშვილმა, კლუბების კომპონენტის კოორდინატორმა, შეხვედრის მონაწილეებს გააცნო RECP მეთოდოლოგიით შემუშავებული რესურსეფექტური და სუფთა წარმოების სამოქმედო  გეგმები, რომლებიც შემუშავდა კლუბის წევრი საწარმოებისათვის.

მალხაზ ადეიშვილმა, რესურსდამზოგი და სუფთა წარმოების პროექტის კოორდინატორმა საქართველოში, კლუბში მონაწილე 8 საწარმოს გადასცა UNIDO-ს სერთიფიკატები დასტურად იმისა, რომ მათ წარმატებით გაიარეს რესურსების დაზოგვის და სუფთა წარმოების სასწავლო პროგრამა და შეიმუშავეს სათანადო გეგმები საწარმოებში ბუნებრივი რესურსების უფრო ეფექტურად გამოყენების და გარემოზე ზემოქმედების შემცირების მიზნით.

RECP სამოქმედო გეგმების განხოციელებით საწარმოები დაზოგავენ ენერგიას,  წყალსა და ნედლეულს, აამაღლებენ წარმოების პროდუქტიულობას, შეამცირებენ გარემოსა და ადამიანების ჯანმრთელობაზე უარყოფით ზემოქმედებას, გაზრდიან ფინანსურ მოგებას, შესაბამისობაში მოვლენ საკანონმდებლო მოთხოვნებთან. სამოქმედო გეგმებით გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულების მონიტორინგის მიზნით პროექტის წარმომადგენლები განახორციელებენ კლუბის წევრ საწარმოებში  ვიზიტებს.

ცერემონია გაშუქებული იქნა ადგილობრივი ტელევიზიის “თანამგზავრი ” არხის მიერ.დაჯილდოების ცერემონიას ესწრებოდნენ თელავის მუნიციპალური მთავრობის წარმომადგენლები. შეხვედრა გაშუქდა თელავის ადგილობრივი ტელევიზიის მიერ.

დღის წესრიგი

 

დრო საკითხი მომხსენებელი
12:00-12:15 მისასალმებელი სიტყვა მალხაზ ადეიშვილი, RECP პროექტის ეროვნული კოორდინატორი საქართველოში
12:15-13:15 RECP სამოქმედო გეგმების განხილვა და შემდეგი ნაბიჯები ნიკოლოზ ჯავშანაშვილი, RECP კლუბების კომპონენტის კოორდინატორი საქართველოში
13:15-13:30 UNIDO-ს სერთიფიკატებით დაჯილდოება მალხაზ ადეიშვილი, RECP პროექტის ეროვნული კოორდინატორი საქართველოში

 

 

 

რუსთავის RECP კლუბის წევრი საწარმოების სერტიფიკატებით დაჯილდოება, 28 მარტს 2016 წ.

RUSTAVI award ceremony (33)
კლუბების დაჯილდოვება

 

მ/წ 28 მარტს, ქ. რუსთავში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, გაიმართა რუსთავის მუნიციპალიტეტის რესურსდამზოგი და სუფთა წარმოების კლუბის წევრი საწარმოების  სერთიფიკატებით დაჯილდოების ცერემონია.

ნიკოლოზ ჯავშანაშვილმა, კლუბების კომპონენტის კოორდინატორმა, შეხვედრის მონაწილეებს გააცნო RECP მეთოდოლოგიით შემუშავებული რესურსეფექტური და სუფთა წარმოების სამოქმედო  გეგმები, რომლებიც შემუშავდა კლუბის წევრი საწარმოებისათვის.

მალხაზ ადეიშვილმა, რესურსდამზოგი და სუფთა წარმოების პროექტის კოორდინატორმა საქართველოში, კლუბში მონაწილე 8 საწარმოს გადასცა UNIDO-ს სერთიფიკატები დასტურად იმისა, რომ მათ წარმატებით გაიარეს რესურსების დაზოგვის და სუფთა წარმოების სასწავლო პროგრამა და შეიმუშავეს სათანადო გეგმები საწარმოებში ბუნებრივი რესურსების უფრო ეფექტურად გამოყენების და გარემოზე ზემოქმედების შემცირების მიზნით.

RECP სამოქმედო გეგმების განხოციელებით საწარმოები დაზოგავენ ენერგიას,  წყალსა და ნედლეულს, აამაღლებენ წარმოების პროდუქტიულობას, შეამცირებენ გარემოსა და ადამიანების ჯანმრთელობაზე უარყოფით ზემოქმედებას, გაზრდიან ფინანსურ მოგებას, შესაბამისობაში მოვლენ საკანონმდებლო მოთხოვნებთან. სამოქმედო გეგმებით გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულების მონიტორინგის მიზნით პროექტის წარმომადგენლები განახორციელებენ კლუბის წევრ საწარმოებში  ვიზიტებს.

რუსთავის მუიციპალიტეტის რესურსდამზოგი და სუფთა წარმოების კლუბში მონაწილეობდნენ შემდეგი საწარმოები:

 

საწარმო წარმომადგენელი მრეწველობა
1.      შპს “ალფაპეტი“ გ.უგულავა კვებითი
2.      შპს „რუსთავის აზოტი“ ფ.ღვალაძე ქიმიური
3.      შპს „გზატკეცილი +“ გ.ვახტანგიშვილი სამშენებლო მასალები
4.      შპს „მნ ქემიქალ ჯორჯია“ ი.ინასარიძე ქიმიური
5.      შპს „ნიუ-დელტა“ რ.ლაბაძე სამშენებლო მასალები
6.      შპს „პროგრესი“ ვ.უსანეთაშვილი კვებითი
7.      შპს „თეთრი ქუდი“ გ.ლეკიაშვილი კვებითი
8.      შპს „პროგრესი პურის საცხობი“ დ.ნატროშვილი კვებითი

დაჯილდოების ცერემონიას ესწრებოდნენ რუსთავის მუნიციპალური მთავრობის წარმომადგენლები.

შეხვედრა გაშუქდა რუსთავის ადგილობრივი ტელევიზიის მიერ.

 

დღის წესრიგი

 

დრო საკითხი მომხსენებელი
10:30-10:45 მისასალმებელი სიტყვა მალხაზ ადეიშვილი, RECP პროექტის ეროვნული კოორდინატორი საქართველოში
10:45-11:45 RECP სამოქმედო გეგმების განხილვა და შემდეგი ნაბიჯები ნიკოლოზ ჯავშანაშვილი, RECP კლუბების კომპონენტის კოორდინატორი საქართველოში
11:45-12:00 UNIDO-ს სერთიფიკატებით დაჯილდოება მალხაზ ადეიშვილი, RECP პროექტის ეროვნული კოორდინატორი საქართველოში