კასპის RECP კლუბის მეოთხე შეხვედრა, 24 ივნისი 2016

ტრეინინგები RECP კლუბებისათვის

ტრეინინგი თემაზე – ქიმიკატები და სამოქმედო გეგმის მომზადება ჩატარდა ქ.კასპში (საქალაქო ბიბლიოთეკა, სააკაძის ქ.#59) „კასპის RECP კლუბის“ წევრებისთვის 24 ივნისს.

პროექტის ფარგლებში ქ.კასპში ჩამოყალიბდა მცირე და საშუალო ზომის საწარმოების გაერთიანებები ე.წ. „რესურსეფექტური და ეკოლოგიურად სუფთა წარმოების კლუბები“ (RECP კლუბები). პროექტი კლუბებში გაერთიანებულ საწარმოებს ეხმარება რესურსების დაზოგვის და გარემოზე ზემოქმედების შემცირების მეთოდების ათვისებაში, რესურსების ეფექტურად გამოყენების და ეკოლოგიურად სუფთა წარმოების სამოქმედო გეგმების შემუშავებაში. ამ გეგმების განხორციელება ხელს შეუწყობს საწარმოებს დაზოგონ რესურსები და ნედლეული, შეამცირონ გარემოზე ზემოქმედება და ამ გზით მიიღონ ეკონომიკური სარგებელიც, მოვიდნენ შესაბამისობაში საქართველოს საკანონმდებლო მოთხოვნებთან, განახორციელონ ინვესტიციები ეკოლოგიურად სუფთა ტექნოლოგიებში. პროექტის დასასრულს კომპანიებს გადაეცემათ UNIDO-ს სერთიფიკატები.

 

RECP ქუთაისის კლუბის მეოთხე შეხვედრა, 23 ივნისი 2016

Jpeg
ტრეინინგები RECP კლუბებისათვის

მიმდინარე წლის 23 ივნისს 13:00 საათზე ქ. ქუთაისში (USAID-ის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი, პუშკინისქ.#6) „ქუთაისის RECP კლუბის“ წევრებისთვის ჩატარდება ტრეინინგი თემაზე – ქიმიკატები და სამოქმედო გეგმის მომზადება.

შეხვედრის  დღის წესრიგი და საწარმოების მონაწილეთა სია

დღის წესრიგი და მონაწილეთა სია

ნ.ჯავშანაშვილმა, RECP კლუბების კომპონენტის კოორდინატორმა ჩაატარა ტრენინგი მოდულ 5-ზე, რომელიც მოიცავდა შემდეგ თემებს:

ქუთაისის RECP კლუბის მესამე შეხვედრა, 9 ივნისი 2016

Jpeg
ტრეინინგები RECP კლუბებისათვის

წყალი და ჩამდინარე წყლები; მასალები და ნარჩენები

UNIDO/RECP ქართული მხარის მიერ ჩატარდა ტრეინინგი თემაზე წყალი და ჩამდინარე წყლები; მასალები და ნარჩენები 9 ივნისს, ქუთაისში (პუშკინის #6), დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში:

დღის წესრიგი

– რა ახდენს გავლენას წყლის ინტენსიურ მოხმარებაზე კომპანიაში;ნ.ჯავშანაშვილმა, RECP კლუბების კომპონენტის კოორდინატორმა ჩაატარა ტრენინგი მოდულ 3-ზე, რომელიც მოიცავდა შემდეგ თემებს:

კასპის RECP კლუბის მესამე შეხვედრა, 25 მაისი 2016

IMG_2613
ტრეინინგები RECP კლუბებისათვის

კასპის RECP კლუბი – ტრეინინგი თემაზე

წყალი და ჩამდინარე წყლები; მასალები და ნარჩენები

UNIDO/RECP ქართული მხარის მიერ ჩატარდა ტრეინინგი თემაზე წყალი და ჩამდინარე წყლები; მასალები და ნარჩენები 25 მაისს, კასპში (სააკაძის #59), საქალაქო ბიბლიოთეკის დარბაზში:

დღის წესრიგი

– რა ახდენს გავლენას წყლის ინტენსიურ მოხმარებაზე კომპანიაში;ნ.ჯავშანაშვილმა, RECP კლუბების კომპონენტის კოორდინატორმა ჩაატარა ტრენინგი მოდულ 3-ზე, რომელიც მოიცავდა შემდეგ თემებს:

– რატომ არის საჭირო წყლის ყაირათიანად მოხმარება;

– როგორ და რაში გამოიყენება წყალი კომპანიებში;

– ტიპიური პრობლემები დამათი ტიპიური გადაწყვეტის გზები;

– პრაქტიკული სავარჯიშო წყლის მოხმარების და დანაკარგების გასაცნობიერებლად;

კასპის RECP კლუბის მეორე შეხვედრა,კასპი,26 აპრილი, 2016

Jpeg
ტრეინინგები RECP კლუბებისათვის

ნ.ჯავშანაშვილმა, RECP კლუბების კომპონენტის კოორდინატორმა ჩაატარა ტრენინგი თემაზე ენერგო რესურსები და ენერგოეფექტურობა, რომელიც მოიცავდა შემდეგ თემებს:

– რა ახდენს გავლენას ენერგო რესურსების ინტენსიურ მოხმარებაზე კომპანიაში;

– რატომ არის საჭირო ენერგოეფექტურობა;

– როგორ და რაში გამოიყენება ენერგო რესურსები კომპანიებში;

– ტიპიური პრობლემები დამათი ტიპიური გადაწყვეტის გზები;

– პრაქტიკული სავარჯიშო ენერგიის მოხმარების და დანაკარგების გასაცნობიერებლად;

– ენერგო რესურსების მონაცემთა შეგროვების სამუშო ფურცლების გაცნობა;

– ეროვნული მაგალითები, გამოწვევები;

– ნარჩენი სითბოს ხელახალი გამოყენება;

– RECP ვარიანტები კომპანიაში ენერგოეფეტურობის გასაუმჯობესებლად.

– რა იქნება შემდეგი ნაბიჯი.

შეხვედრის დღის წესრიგი და მონაწილეთა სია

kaspi-recp-club-second-meeting-agenda-and-list-of-participants

 

RECP კლუბების კოორდინატორსა და საწარმოების წარმომადგენლებს შორის გაიმართა დისკუსია ენერგო რესურსებთან დაკავშირებით კომპანიებში არსებულ პრობლემებზე და კომპანიებში საწარმოო პროცესის გასაცნობად განხორციელებული ვიზიტების შედეგებზე. ტრენინგის მონაწილეებმა წარმოაჩინეს პრობლემატური საკითხები და ის გამოწვევები, რომელთა წინაშეც დგანან, ისეთები როგორიცაა: ენერგო რესურსების დიდი რაოდენობით მოხმარება, ენერგო შემცველებზე გაზრდილი ფასები, მოძველებული ინფრასტრუქტურა, ფინანსური ბარიერები და ა.შ.

UNIDO/RECP-ის გუნდი განაგრძობს კომპანიებთან მუშაობას საწარმოებში არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, მათი მოტივაციის და ინტერესის გასაძლიერებლად, კომპანიებში შემდეგი ვიზიტისთვის და შემდეგი ტრენინგისთვის მოსამზადებლად.

საწარმოებმა გამოხატეს დიდ მოლოდინი RECP ვარიანტების განხორციელებისთვის საჭირო ინვესტიციებზე. სასურველი კრედიტების მოპოვების მიზნით ადგილობრივ და საერთაშორისო ბანკებსა თუ დონორებთან ურთიერთობაში დახმარების აღმოჩენის სურვილი გამოთქვეს.

RECP ქუთაისის კლუბის მეორე შეხვედრა, ქ. ქუთაისი, 25 აპრილი, 2016

Jpeg
ტრეინინგები RECP კლუბებისათვის

UNIDO/RECP ქართული მხარის მიერ ჩატარდა ტრეინინგი თემაზე ენერგო რესურსები და ენერგოეფექტურობა 25 აპრილს, ქუთაისში (პუშკინის #6), დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში:

დღის წესრიგი და მონაწილე კომპანიების სია

ნ.ჯავშანაშვილმა, RECP კლუბების კომპონენტის კოორდინატორმა ჩაატარა ტრენინგი თემაზე ენერგო რესურსები და ენერგოეფექტურობა, რომელიც მოიცავდა შემდეგ თემებს:

ქუთაისის RECP კლუბის პირველი შეხვედრა,17 მარტი 2016

IMG_5340
ტრეინინგები RECP კლუბებისათვის

ქუთაისის RECP კლუბი

UNIDO/RECP ქართული მხარის მიერ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ მთავრობასთან ერთად 2016 წლის თებერვალში ჩატარდა მოსამზადებელი სამუშაოები მცირე და საშუალო ზომის საწარმოების იდენტიფიცირებისთვის, შემდგომში ადგილობრივ RECP კლუბში ჩასართავად. შეირჩა 12 კომპანია კვებითი მრეწველობიდან, ქიმიური მრეწველობიდან და სამშენებლო მასალების სექტორიდან. კომპანიები მოწვეულ იქნენ გაცნობით შეხვედრაზე მ/წ 17 მარტს, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში (რუსთაველის გამზ. #3).

კასპის RECP კლუბის პირველი შეხვედრა,16 მარტი 2016

DSC01395
ტრეინინგები RECP კლუბებისათვის

 აღნიშნულ შეხვედრას დაესწრნენ კასპის მუმუნიციპალიტეტის საწარმოების წარმომადგენლები, ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები, მათ შორის კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა გოჩიტაშვილი, ადგილობრივი პრესის წარმომადგენლები.

 პროექტის ეროვნულმა კოორდინატორმა მალხაზ ადეიშვილმა დამსწრეებს გააცნო პროექტი – რესურსეფექტური და ეკოლოგიურად სუფთა წარმოება (RECP) საქართველოში, რომელსაც გაეროს უნდუსტრიული განვითარების ორგანიზაცია (UNIDO) ახორციელებს.

      RECP კლუბების კოორდინატორმა ნიკოლოზ ჯავშანაშვილმა შეხვედრის მონაწილეებს გააცნო RECP კონცეფცია და RECP კლუბების კომპონენტი, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს რეგიონებში ე.წ. რესურსეფექტური და სუფთა წარმოების (RECP) კლუბების დაარსებას, რათა მოხდეს მცირე და საშუალო ზომის საწარმოების ერთად შეკრება და 4 თვის განმავლობაში მათი გადამზადება, RECP მიდგომებით სამოქმედო გეგმის შემუშავება და შემდგომ სერთიფიცირება.

მან ასევე ჩაატარა სემინარი საწარმოს ბიზნეს პროფილთან დაკავშირებით, სადაც საუბარი იყო ბიზნესისთვის RECP მეთოდოლოგიის სარგებელზე, ეროვნულ მაგალითებსა და მიღწევებზე, გარემოსდაცვით და ენერგო გამოწვევებზე, ტიპიურ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე, თვითშეფასების დოკუმენტის და RECP სამოქმედო გეგმის შემუშავების მნიშვნელობაზე.

პროექტის ეროვნულმა კოორდინატორმა მალხაზ ადეიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ  RECP სამოქმედო გეგმა საწარმოებს დაეხმარება დაზოგონ ენერგო რესურსები, წყალი და ნედლეული, შეამცირონ გარემოსა და ადამიანების ჯანმრთელობაზე უარყოფითი ზემოქმედება, გაზარდონ ფინანსური მოგება, შესაბამისობაში მოვიდნენ საკანონმდებლო მოთხოვნებთან, მოიზიდონ თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვისთვის საჭირო ინვესტიციები.

 

კახეთის RECP კლუბის მეოთხე შეხვედრა , 6 დეკემბერი 2015

IMG_2400
ტრეინინგები RECP კლუბებისათვის

კახეთის RECP კლუბი

მოდული 2 – ენერგია

UNIDO/RECP ქართული მხარის მიერ ჩატარდა ტრენინგი – მოდული 2 – ენერგია  29 ოქტომბერს, თელავში (ვ.ფშაველას #3), დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში.

რუსთავის RECP კლუბის მეოთხე შეხვედრა, 15 დეკემბერი 2015

IMG_2353
ტრეინინგები RECP კლუბებისათვის

მოდული 5 და 6

ტრეინინგი გააშუქა ადგილობრივმა ტელევიზიამ.

UNIDO/RECP ქართული მხარის მიერ ჩატარდა ამ წელს ბოლო ტრენინგი – მოდული 5 – ქიმიკატები და მოდული 6 – სამოქმედო გეგმა  15 დეკემბერს, რუსთავში (კოსტავას #22), დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, რომელსაც შემდეგი კომპანიები ესწრებოდენ: