განცხადება რესურსეფექტური და სუფთა წარმოების ადგილობრივი ექსპერტ-სტაჟიორის შესარჩევად, 14.07.2020

სიახლეები, ტრეინინგები

 

 თანამდებობა:  რესურსეფექტური და სუფთა წარმოების ადგილობრივი ექსპერტ-სტაჟიორი.

სტაჟირების ადგილი: თბილისი და საქართველოს რეგიონები

სტაჟირების დაწყების თარიღი:  2020  წლის ივლისი

 პროექტის შესახებ

ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველო (www.eecgeo.org) ევროკავშირის პროგრამის „ევროკავშირი გარემოსთვის“ (EU4Environment) ფარგლებში დაფინანსებული პროექტის „ცირკულარული ეკონომიკა და ახალი შესაძლებლობები- რესურსეფექტური, სუფთა წარმოება და ეკო-ინოვაცია მცირე და საშუალო საწარმოებისათვის“ მიზნებიდან გამომდინარე, იწვევს გარემოსდაცვით, საინჟინრო და სამრეწველო ტექნოლოგიების, ბიზნეს მენეჯმენტის სფეროში მომუშავე ექსპერტებს სტაჟირებისა და თანამშრომლობისთვის.

პროგრამის  ძირითადი მიმართულებაა საწარმოებში რესურსეფექტური და სუფთა წარმოების (RECP) და ეკო-ინოვაციური მეთოდების მასშტაბური დანერგვის ხელშეწყობა წარმოების ეფექტურობის ამაღლების, გარემოსდაცვითი მენეჯმენტის გაუმჯობესებისა და ადამიანური პოტენციალის განვითარების გზით.

პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია 40-მდე მცირე და საშუალო ზომის საწარმოს შერჩევა, მათი ბიზნეს-მოდელების ანალიზი, მათი თანამშრომელებისთვის ტრეინინგების ჩატარება  და  შერჩეულ კომპანიებში რესურსეფექტური შეფასების განხორციელება. ასევე იგეგმება რესურსეფექტურობისა და სუფთა წარმოების კლუბების დაარსება ქვეყნის ორ რეგიონში, რომლებიც ხელს შეუწყობენ კოლეგებს შორის გამოცდილების გაზიარებას. პროექტის სექტორალურ საფოკუსე ჯგუფში შედიან სამშენებლო მასალების, კვების მრეწველობის, ნარჩენების გადამუშავების /ქიმიური მრეწველობის კლასტერში მოქმედი მცირე და საშუალო ზომის საწარმოები.

დეტალური ინფორმაცია პროგრამის შესახებ იხილეთ შემდეგ ვებ-გვერდებზე:

http://eecgeo.org/ge/project_recp.htm

ექსპერტ-სტაჟიორის მოვალეობები:

  1. გაიაროს ტრენინგის კურსი (6 დღე ეტაპობრივად, დროის სხვადასხვა პერიოდში) რესურსების ეფექტური გამოყენების და სუფთა წარმოების მეთოდებსა და ტექნოლოგიებში; ტრენინგს ჩაატარებენ საერთაშორისო და ადგილობრივი სერტიფიცირებული ექსპერტები.
  2. პროექტის RECP ექსპერტების დახმარებით მოამზადოს კვების, ქიმიური და სამშენებლო მასალების სექტორიდან შერჩეულ სადემონსტრაციო კომპანიები RECP მეთოდოლოგიის პრაქტიკული დანერგვისათვის;
  3. პროექტის განხორციელების მეორე ეტაპზე, 6 თვეში ერთხელ ექსპერტ-სტაჟიორები იმუშავებენ დამოუკიდებლად და ჩაატარებენ სადემონსტრაციო კომპანიებში განხორციელებული ღონისძიებების მონიტორინგს და მიღებული შედეგების დოკუმენტირებასა და ანალიზს. მონიტორინგში ჩართული ექსპერტები მიიღებენ ანაზღაურებას.
  4. ექსპერტ-სტაჟიორი იმუშავებს პროექტის ექსპერტების და ეროვნული კოორდინატორის ხელმძღვანელობით.

  კვალიფიკაცია:

 განათლება:     

მაგისტრის  ან მისი ექვივალენტი საუნივერსიტეტო ხარისხი შემდეგი სპეციალობებით:  ინჟინერი, სამრეწველო ტექნოლოგიები, ბიზნეს მენეჯმენტი, გარემოს დაცვა.

 

გამოცდილება და ცოდნა:

  • პრაქტიკული გამოცდილება ისეთ სფეროებში, როგორიცაა სამრეწველო ტექნოლოგიები, გარემოს დაცვა და ენერგიის მართვა სამრეწველო საწარმოებში;
  • სამრეწველო ციკლის და ტექნოლოგიების ცოდნა ისეთ დარგებში, როგორიცაა კვების მრეწველობა, სამშენებლო მასალების და ქიმიური ნივთიერებების წარმოება;
  • მწვანე ეკონომიკის, სუფთა წარმოების, ენერგოეფექტურობის კონცეფციის და მეთოდოლოგიის ცოდნა.
  • კერძო სექტორში და სამრეწველო კომპანიებში მუშაობის გამოცდილება;

 

განაცხადების მიღების წესი:

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი შრომითი ავტობიოგრაფია (CV) ელექტრონული ფორმით, შემდეგ მისამართზე:  m_dadi@eecgeo.org

ინტერვიუზე მიწვეული იქნებიან მხოლოდ შერჩეული კანდიდატები.

განცხადების  გამოქვეყნების დღე: 2020 წ 14 ივლისი

რეზუმეს მიღების  ბოლო ვადა: 2020 წ 24 ივლისი, 17:00 საათი

დამატებით გაცნობებთ რომ შერჩეული ექსპერტები მიიღებენ მონაწილეობას EU4Environment მიერ გამართულ ვებინარში შემდეგ თემებზე:

გარემოსდაცვითი მენეჯმენტის სისტემები – 30 ივლისი

ენერგომენეჯემენტი – 5-6 აგვისტო

ნარჩენების მართვა – 12-13 აგვისტო

შერჩეული ექსპერტ-სტაჟიორები დეტალურ ინფორმაციას ვებინარებში მონაწილეობის შესახებ მიიღებენ მოგვიანებით.

დაფუძნდა მწვანე ეკონომიკის ცენტრი

სიახლეები

8 მოემბერი, 2017 წ, RECP პროექტის მხარდაჭერით შეიქმნა და სქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ არამომგებიანი არაკომერციული იურიდიული პირის სახით დარეგისტრირდა მწვანე ეკონომიკის ცენტრი. ცენტრის საქმიანობა დაეფუძნება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული EaP GREEN პროგრამის RECP  სადემონსტრაციო კომპონენტის ფარგლებში (2014-2017) მიღწეულ შედეგებს და ის გააგრძელებს მცირე და საშუალო ზომის საწარმოების და სხვა ორგანიზაციების მომსახურებას ქართულ სამრეწველო კომპანიებში რესურსეფექტური და სუფთა წარმოების მეთოდების ფართო გამოყენების და დანერგვის მიზნით.

რესურსეფექტური და სუფთა წარმოების ხელშეწყობასთან ერთად, ცენტრის საქმიანობები ფოკუსირებული იქნება მწვანე ეკონომიკის  ისეთ საკითხებზე, როგორიცაა:

  • მწვანე ეკონომიკის და ცირკულარული ეკონომიკის შესახებ ცნობიერების ამაღლება;
  • სამრეწველო საწარმოებსა და სხვა ორგანიზაციებში გარემოსდაცვითი პროექტების განსახორციელებლად ფინანსირების გაძლერება;
  • მწარმოებლის გაფაროებული პასუხისმგებლობის და პასუხისმგებლიანი წარმოების პრინციპების გამოყენება და დამკვიდრება;
  • სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასებებში მონაწილეობა;
  • მწვანე აღრიცხვიანობის და და ბუნებრივი კაპიტალის აღრიცხვიანობის ხელშეწყობა საწარმოებსა და ეროვნულ ანგარიშებში;
  • გარემოს დაცვის შესახებ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ეკონომიკური შეფასებების და ხარჯ-სარგებლის ანალიზის ინტეგრაცია;
  • ბუნებრივი რესურსების ინტეგრირებული და ეკოსისტემების მდგრადი მართვის ხელშეწყობა;
  • ადგილობრივ, ეროვნულ და გლობალურ დონეზე არესებული გარემოსდაცვითი პრობლემების, საერთაშორისო შეთანხმებების და მათი განხორციელების ღონისძიებებში მონაწილეობა.

 

ცენტრის საქმიანობები მოიცავს ცნობიერების ამაღლების, ადვოკატირების, კვლევით და ტექნიკური დახმარების პროექტებს და პროგრემებს. საქართველოში რესურსეფექტური და სუფთა წარმოების და მწვანე ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობის მიზნით ცენტრი ითანამაშრომლებს სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებთან, მათ შორის ცენტრალურ და ადგილობრივ მთავრობებეთან, კერძო და  არასამთავრობო სეტორის წარმოამდგენლებთან, აკადემიურ ინსტიტუტებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და დონორებთან.

ვებინარი – რესურეფექტური და სუფთა წარმოება საშენი მასალების სამრეწველო სექტორში, 24 ოქტომბერი, 2017

IMG_3314
სიახლეები, ტრეინინგები, ტრეინინგები RECP კლუბებისათვის, ღონისძიებები

ვებინარი- რესურეფექტური და სუფთა წარმოება საშენი მასალების  სამრეწველო სექტორში

 UNIDO-ს რესურსეფექტური და სუფთა წარმოების სადემონსტრაციო პროექტი წარმოადგენს ევროკავშირის რეგიონული პროგრამის „მწვანე ეკონომიკური განვითარება  აღმოსავლეთ სამეზობლო ქვეყნებში“ (EaP GREEN) შემადგენელ ნაწილს. 2016 წ UNIDO-ს რესურსეფექტური და სუფთა წარმოების სადემონსტრაციო პროექტის ფარგლებში შემუშავდა და გამოიცა აღმოსავლეთ სამეზობლო  ექვსი ქვეყნის ეროვნულ ენაზე სახელმძღვანელო რესურეფექტური და სუფთა წარმოება საშენი მასალების  სამრეწველო სექტორში.

რეგიონალური ვებინარი, რომელიც მიზნად ისახავდა აღნიშნული სახელმძღვანელოს აპრობაციას გაიმართა 24 ოქტომბერს აღმოსავლეთ სამეზობლოს  6-ივე ქვეყანაში. სახელმძღვანელოს ქართული თარგმანის ელექტრონული ვერსია განთავსებულია რესურეფექტური და სუფთა წარმოება სადემონსტრაციო პროექტის ვებ გვერდზე  http://recp.ge/wp-content/uploads/2017/04/samsheneblo-masalebi-A4.pdf

ტრეინინგ-პროგრამა-„საინვესტიციო პროექტის სცენარების ფინანსური ანალიზი კომპიუტერული პროგრამა COMFAR ,23 ოქტომბერი 2017

20171023_094648
სიახლეები, ტრეინინგები, ღონისძიებები

დღეს 23 ოქტომბერს, თბილისში დაიწყო ტრეინინგ-პროგრამა-„საინვესტიციო პროექტის სცენარების ფინანსური ანალიზი კომპიუტერული პროგრამა COMFAR  (ტექნიკურ- ეკონომიკური ანალიზისა და ანგარიშგების კომპიუტერული მოდელი)-ის გამოყენებით“

ტრენინგი ტარდება UNIDO-ს მიერ დაფინასებული RECP სადემონსტრაციო პროექტის  ფარგლებში  და მისი 5 -დღიანი პროგრამა ხელს შეუწყობს კადრების მომზადებას  ქვეყანაში საინვესტიციო პროექტების შემუშავებაში და ფინანსური შეფასების სფეროში. ტრეინინგი განკუთვნილია ქართული ბანკების, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების, საკონსულტაციო კომპანიების, სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისათვის, რომლებიც მუშაობენ საინვესტიციო პროექტების განსაზრვრა- შემუშავებაზე, შეფასებაზე და ხელშეწყობაზე; შესაბამისი სპეციალობების სტუდენტებისათვის, როგორიცაა საბუღალტრო საქმიანობა, ეკონომიკა, ფინანსური მენეჯმენტი, პროექტების მენეჯმენტი, ა.შ.

პოტენციალის გაძლიერება ნარჩენების პოლიტიკისა და სუფთა წარმოების საკითხებში ტრეინინგი ჩატარდა 6 სექტემბერს, 2017

სიახლეები, ღონისძიებები

რესურსეფექტური და სუფთა წარმოების პროექტის კოორდინატორმა საქართველოში ბატონმა მალხაზ ადეიშვილმა ა.წ. 6 სექტემბერს მონაწილეობა მიიღო  ტრეინინგში „პოტენციალის გაძლიერება ნარჩენების პოლიტიკისა და სუფთა წარმოების საკითხებში“. თრეინინგი ჩატარდა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დაფინანსებით მიმდინარე პროექტის ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს ქალაქ თბილისისთვის „მწვანე ქალაქის სამოქმედო გეგმის“ (GCAP) შემუშავებას. ვორკშოპის მუშაობაში მონაწილეობას იღებდნენ ქ. თბილისის მცირე და საშუალო ზომის საწარმოებების წარმომადგენლები, გარემოსდაცვითი და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ბ-ნა მალხაზ ადეიშვილმა ვორკშოპის მონაწილეებს წარუდგინა რესურსეფექტური და სუფთა წარმოების (RECP) კონცეფციის განვითარება, RECP მიდგომები და RECP ღონისძიებების განხორციელების წარმატებული მაგალითები საწართველოში. მან ასევე წარადგინა რესურსეფექტური და სუფთა წარმოების (RECP) სადემონსტრაციო პროექტი საქართველოში, რომელიც წარმოადგენს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული EaP GREEN პროგრამის შემადგენელ ნაწილს და ხორციელდება UNIDO-ს მიერ.   „პოტენციალის გაძლიერების“ ვორკშოპი ჩატარდა საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ოფისში.

ბ-ნ მალხაზ ადეიშვილის, პროექტის კოორდინატორის, ინტერვიუ რადიო თავისუფლებასთან. 5 მაისი, 2017

მედია, სიახლეები

5 მაისს რადიო თავისუფლების ” დილის საუბრის” სტუმარი იყო პროექტის კოორდინატორი მალხაზ ადეიშვილი

http://www.radiotavisupleba.ge/a/interview-with-malkhaz-adeishvili/28469764.html

დასკვნითი ეროვნული კონფერენცია, 27 აპრილი 2017

მედია, სიახლეები

მაესტრო ” ბიზნეს კონტაქტი” https://www.youtube.com/watch?v=G43iejBjIMA&feature=youtu.be

RECP პროექტის ფარგლებში გადაღებული ვიდეო ფილმი

მედია, სიახლეები

რესურსეფექტური და სუფთა წარმოება – გზა საქართველოს სამრეწველო საწარმოების მწვანე განვითარებისაკენ

ვიდოეს ლინკი

https://www.youtube.com/watch?v=zqapcSbXfM8&feature=youtu.be

მრგვალი მაგიდა, 26 აპრილი 2017

სიახლეები, ღონისძიებები

მრგვალი მაგიდა

 რესურსეფექტური და სუფთა წარმოების საინვესტიოციო პროექტების დაფინანსება

საქართველოს და ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოს სხვა ქვეყნების მცირე და საშუალო ზომის საწარმოებში

შეხვედრა ტარდება „რესურსეფექტური და სუფთა წარმოება“  სადემონსტრაციო პროექტის ფარგლებში, რომელიც ფინანსდება ევროკავშირის, ავსტრიის განვითარების ბანკის და სლოვენიის მთავრობის მიერ. პროექტს ახორციელებს გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაცია (UNIDO) და ის წარმოადგენს კომპონენტს ევროკავშირის პროგრამისა „მწვანე ეკონომიკის განვითარება აღმოსავლეთ სამეზობლოში“.

მრგვალ მაგიდაზე განხილული იქნება გარემოს დაცვაზე მიმართული საინვესტიოციო პროექტების დაფინანსების არსებული პრობლემები და შესაძლებლობები საქართველოში და ავროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოს სხვა ქვეყნებში. შეხვედრის მონაწილეები განიხილავენ მცირე და საშუალო ზომის საწარმოებში რესურსეფექტური და სუფთა წარმოების პროექტების დაფინანსების გზებს. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ის ორგანიზაციები და ინდივიდები, რომლებიც დაინტერესებული არიან და მუშაობენ საქართველოში მწვანე ეკონომიკის განვითარების საკითხებზე, მათ შორის საქართველოს სამთავრობო და კერძო სექტორის, ბანკების, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, დონორი ორგანიზაციების და არასამთავრობო  სექტორის წარმომადგენლები.

პროგრამა

“რადიო 1”- გადაცემის ბმული