განცხადება რესურსეფექტური და სუფთა წარმოების ადგილობრივი ექსპერტ-სტაჟიორის შესარჩევად, 14.07.2020

სიახლეები, ტრეინინგები

 

 თანამდებობა:  რესურსეფექტური და სუფთა წარმოების ადგილობრივი ექსპერტ-სტაჟიორი.

სტაჟირების ადგილი: თბილისი და საქართველოს რეგიონები

სტაჟირების დაწყების თარიღი:  2020  წლის ივლისი

 პროექტის შესახებ

ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველო (www.eecgeo.org) ევროკავშირის პროგრამის „ევროკავშირი გარემოსთვის“ (EU4Environment) ფარგლებში დაფინანსებული პროექტის „ცირკულარული ეკონომიკა და ახალი შესაძლებლობები- რესურსეფექტური, სუფთა წარმოება და ეკო-ინოვაცია მცირე და საშუალო საწარმოებისათვის“ მიზნებიდან გამომდინარე, იწვევს გარემოსდაცვით, საინჟინრო და სამრეწველო ტექნოლოგიების, ბიზნეს მენეჯმენტის სფეროში მომუშავე ექსპერტებს სტაჟირებისა და თანამშრომლობისთვის.

პროგრამის  ძირითადი მიმართულებაა საწარმოებში რესურსეფექტური და სუფთა წარმოების (RECP) და ეკო-ინოვაციური მეთოდების მასშტაბური დანერგვის ხელშეწყობა წარმოების ეფექტურობის ამაღლების, გარემოსდაცვითი მენეჯმენტის გაუმჯობესებისა და ადამიანური პოტენციალის განვითარების გზით.

პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია 40-მდე მცირე და საშუალო ზომის საწარმოს შერჩევა, მათი ბიზნეს-მოდელების ანალიზი, მათი თანამშრომელებისთვის ტრეინინგების ჩატარება  და  შერჩეულ კომპანიებში რესურსეფექტური შეფასების განხორციელება. ასევე იგეგმება რესურსეფექტურობისა და სუფთა წარმოების კლუბების დაარსება ქვეყნის ორ რეგიონში, რომლებიც ხელს შეუწყობენ კოლეგებს შორის გამოცდილების გაზიარებას. პროექტის სექტორალურ საფოკუსე ჯგუფში შედიან სამშენებლო მასალების, კვების მრეწველობის, ნარჩენების გადამუშავების /ქიმიური მრეწველობის კლასტერში მოქმედი მცირე და საშუალო ზომის საწარმოები.

დეტალური ინფორმაცია პროგრამის შესახებ იხილეთ შემდეგ ვებ-გვერდებზე:

http://eecgeo.org/ge/project_recp.htm

ექსპერტ-სტაჟიორის მოვალეობები:

  1. გაიაროს ტრენინგის კურსი (6 დღე ეტაპობრივად, დროის სხვადასხვა პერიოდში) რესურსების ეფექტური გამოყენების და სუფთა წარმოების მეთოდებსა და ტექნოლოგიებში; ტრენინგს ჩაატარებენ საერთაშორისო და ადგილობრივი სერტიფიცირებული ექსპერტები.
  2. პროექტის RECP ექსპერტების დახმარებით მოამზადოს კვების, ქიმიური და სამშენებლო მასალების სექტორიდან შერჩეულ სადემონსტრაციო კომპანიები RECP მეთოდოლოგიის პრაქტიკული დანერგვისათვის;
  3. პროექტის განხორციელების მეორე ეტაპზე, 6 თვეში ერთხელ ექსპერტ-სტაჟიორები იმუშავებენ დამოუკიდებლად და ჩაატარებენ სადემონსტრაციო კომპანიებში განხორციელებული ღონისძიებების მონიტორინგს და მიღებული შედეგების დოკუმენტირებასა და ანალიზს. მონიტორინგში ჩართული ექსპერტები მიიღებენ ანაზღაურებას.
  4. ექსპერტ-სტაჟიორი იმუშავებს პროექტის ექსპერტების და ეროვნული კოორდინატორის ხელმძღვანელობით.

  კვალიფიკაცია:

 განათლება:     

მაგისტრის  ან მისი ექვივალენტი საუნივერსიტეტო ხარისხი შემდეგი სპეციალობებით:  ინჟინერი, სამრეწველო ტექნოლოგიები, ბიზნეს მენეჯმენტი, გარემოს დაცვა.

 

გამოცდილება და ცოდნა:

  • პრაქტიკული გამოცდილება ისეთ სფეროებში, როგორიცაა სამრეწველო ტექნოლოგიები, გარემოს დაცვა და ენერგიის მართვა სამრეწველო საწარმოებში;
  • სამრეწველო ციკლის და ტექნოლოგიების ცოდნა ისეთ დარგებში, როგორიცაა კვების მრეწველობა, სამშენებლო მასალების და ქიმიური ნივთიერებების წარმოება;
  • მწვანე ეკონომიკის, სუფთა წარმოების, ენერგოეფექტურობის კონცეფციის და მეთოდოლოგიის ცოდნა.
  • კერძო სექტორში და სამრეწველო კომპანიებში მუშაობის გამოცდილება;

 

განაცხადების მიღების წესი:

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი შრომითი ავტობიოგრაფია (CV) ელექტრონული ფორმით, შემდეგ მისამართზე:  m_dadi@eecgeo.org

ინტერვიუზე მიწვეული იქნებიან მხოლოდ შერჩეული კანდიდატები.

განცხადების  გამოქვეყნების დღე: 2020 წ 14 ივლისი

რეზუმეს მიღების  ბოლო ვადა: 2020 წ 24 ივლისი, 17:00 საათი

დამატებით გაცნობებთ რომ შერჩეული ექსპერტები მიიღებენ მონაწილეობას EU4Environment მიერ გამართულ ვებინარში შემდეგ თემებზე:

გარემოსდაცვითი მენეჯმენტის სისტემები – 30 ივლისი

ენერგომენეჯემენტი – 5-6 აგვისტო

ნარჩენების მართვა – 12-13 აგვისტო

შერჩეული ექსპერტ-სტაჟიორები დეტალურ ინფორმაციას ვებინარებში მონაწილეობის შესახებ მიიღებენ მოგვიანებით.

ვებინარი – რესურეფექტური და სუფთა წარმოება საშენი მასალების სამრეწველო სექტორში, 24 ოქტომბერი, 2017

IMG_3314
სიახლეები, ტრეინინგები, ტრეინინგები RECP კლუბებისათვის, ღონისძიებები

ვებინარი- რესურეფექტური და სუფთა წარმოება საშენი მასალების  სამრეწველო სექტორში

 UNIDO-ს რესურსეფექტური და სუფთა წარმოების სადემონსტრაციო პროექტი წარმოადგენს ევროკავშირის რეგიონული პროგრამის „მწვანე ეკონომიკური განვითარება  აღმოსავლეთ სამეზობლო ქვეყნებში“ (EaP GREEN) შემადგენელ ნაწილს. 2016 წ UNIDO-ს რესურსეფექტური და სუფთა წარმოების სადემონსტრაციო პროექტის ფარგლებში შემუშავდა და გამოიცა აღმოსავლეთ სამეზობლო  ექვსი ქვეყნის ეროვნულ ენაზე სახელმძღვანელო რესურეფექტური და სუფთა წარმოება საშენი მასალების  სამრეწველო სექტორში.

რეგიონალური ვებინარი, რომელიც მიზნად ისახავდა აღნიშნული სახელმძღვანელოს აპრობაციას გაიმართა 24 ოქტომბერს აღმოსავლეთ სამეზობლოს  6-ივე ქვეყანაში. სახელმძღვანელოს ქართული თარგმანის ელექტრონული ვერსია განთავსებულია რესურეფექტური და სუფთა წარმოება სადემონსტრაციო პროექტის ვებ გვერდზე  http://recp.ge/wp-content/uploads/2017/04/samsheneblo-masalebi-A4.pdf

ტრეინინგ-პროგრამა-„საინვესტიციო პროექტის სცენარების ფინანსური ანალიზი კომპიუტერული პროგრამა COMFAR ,23 ოქტომბერი 2017

20171023_094648
სიახლეები, ტრეინინგები, ღონისძიებები

დღეს 23 ოქტომბერს, თბილისში დაიწყო ტრეინინგ-პროგრამა-„საინვესტიციო პროექტის სცენარების ფინანსური ანალიზი კომპიუტერული პროგრამა COMFAR  (ტექნიკურ- ეკონომიკური ანალიზისა და ანგარიშგების კომპიუტერული მოდელი)-ის გამოყენებით“

ტრენინგი ტარდება UNIDO-ს მიერ დაფინასებული RECP სადემონსტრაციო პროექტის  ფარგლებში  და მისი 5 -დღიანი პროგრამა ხელს შეუწყობს კადრების მომზადებას  ქვეყანაში საინვესტიციო პროექტების შემუშავებაში და ფინანსური შეფასების სფეროში. ტრეინინგი განკუთვნილია ქართული ბანკების, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების, საკონსულტაციო კომპანიების, სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისათვის, რომლებიც მუშაობენ საინვესტიციო პროექტების განსაზრვრა- შემუშავებაზე, შეფასებაზე და ხელშეწყობაზე; შესაბამისი სპეციალობების სტუდენტებისათვის, როგორიცაა საბუღალტრო საქმიანობა, ეკონომიკა, ფინანსური მენეჯმენტი, პროექტების მენეჯმენტი, ა.შ.

რძის გადამამუშავებელ და ქიმიურ მრეწველობებში რესურსეფექტური და სუფთა წარმოების სახელმძღვანელოების ონლაინ პრეზენტაცია და ტრეინინგი, 4 ივლისი 2017

PIcture
ტრეინინგები

მიმდინარე წლის 4 ივლისს გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის (UNIDO) რესურსეფექტური და სუფთა წარმოების  სადემონსტრაციო (RECP) პროექტის  ორგანიზებით საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიმართა ვებინარი – რძის გადამამუშავებელ და ქიმურ მრეწველობებში რესურსეფექტური და სუფთა წარმოების სახელმძღვანელოების პრეზენტაცია/ტრეინინგი. ტრეინინგში მონაწილეობა მიიღო 40 -ზე მეტმა ამ საკითხებით დაინტერესებულმა ქართველმა ექსპერტმა, საწარმოების წარმომადგენლებმა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა და სტუდენტებმა. ღონისძიებას მინსკიდან (ბელორუსის სახელწიფო უნივერსიტეტიდან) უძღვებოდა  საერთაშორისო ექსპერტი ბ-ნ იოჰანეს ფრესნერი. პარალელურად ვებინარში მონაწილეობას იღებდნენ დარგის ექსპერტები სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ბელორუსიდან, უკრაინიდან და მოლდოვადან. რამოდენიმე ქართველმა ექსპერტმა ვებინარში მონაწილეობა მიიღო ინტერნეტის საშუალებით.  ვებინარის  ონ-ლაინ ვერსია განთავსებულია შემდეგ ბმულებზე:

https://www.youtube.com/watch?v=18RUFq95SOw (ინგლისურ ენაზე)

https://www.youtube.com/watch?v=IgewptwOJRo (თარგმანი რუსულ ენაზე)

UNIDO-ს რესურსეფექტური და სუფთა წარმოების სადემონსტრაციო პროექტი წარმოადგენს შემადგენელ ნაწილს ევროკავშირის რეგიონული პროგრამისა „მწვანე ეკონომიკური განვითარება  აღმოსავლეთ სამეზობლო ქვეყნებში“ (EaP GREEN). პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელორუსი, მოლდოვა, უკრაინა) ე.წ. „მწვანე ეკონომიკის“ სწრაფ განვითარებაში. პროგრამა ფინანსდება ევროკომისიის და სხვა დონორების, მათ შორის ავსტრიის განვითარების ბანკის და სლოვენიის მთავრობის მიერ და მას ახორციელებენ  საერთაშორისო ორგანიზაციები OECD, UNECE, UNEP და UNIDO.

ტრეინინგი მრეწველობაში რესურსეფექტური და სუფთა წარმოების სახელმძღვანელოზე რძის და საშენ მასალათა სექტორებში,24 მარტი 2017

სიახლეები, ტრეინინგები

ტრეინინგი რძის, ქიმიური და საშენ მასალათა მრეწველობაში რესურსეფექტური და სუფთა წარმოების სახელმძღვანელოების შესახებ ჩატარდა 2017 წ 24 მარტს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. ტრეინინგი ჩაატარა რესურსეფექტური და სუფთა წარმოების (RECP) საერთაშორისო ექსპერტმა ბ-მა იოჰანეს ფრესნერმა და მასში მონაწილეობა მიიღეს ეკოლოგიის და გარემოსდაცვითი ინჟინერიის პროფესორ-მასწავლებლებმა, სტუდენტებმა და RECPის ქართველმა ექსპერტებმა,

UNIDO-ს რესურსეფერური და სუფთა წარმოების სადემონსტრაციო პროექტის კოორდინატორმა საქართველოში ბ-მა მალხაზ ადეიშვილმა წარადგინა პროექტი. საეთაშორისო ექსპერტმა გააცნო დამსწრე საზოგადოებას EaP GREEN პროგრამის ფარგლებში მომზადებული სამი  რესურსეფექტური და სუფთა წარმოების სახელმძღვანელო რძის, ქიმიური და საშენ მასალათა მრეწველობებისთვის. სახელმძღვანელოები ინგლისურენოვანია და შემუშავებულია საერთაშორის ექსპერტების მიერ. სახელმძღვანელოების ქართულ ენაზე თარგნის შემდეგ, მასალა ხელმისაწვდომი იქნება როგორც კერძო კომპანიებისთვის, ასევე RECP ექსპერტებისთვის და რესურეფექტური და სუფთა წარმოების საკითხებით დაინტერესებულ ფართო წრეებს.

ტრეინინგის მსველობა გაშუქთა ქართული ტელევიზიების მიერ:იბერია ტვ; ტვ პირველმა; მაესტროს ბიზნეს გადაცემა ბიზნესკონტაქტი; ერთსულოვნება. ინტერვიუები ბ-ნ მალხაზ ადეიშვილთან და ბ-ნ  იოჰანეს ფრესნერთან გადაიცა რამოდენიმე ტელეარხით და გამოქვეყნდა ინტერნეტ გამოცემებში.

 

 

 

იბერია  :https://www.facebook.com/ iberiatvbusinesscode/videos/ 1523716697639495/

ინფორმაცია  ჩატარებული  ტრეინინგის შესახებ გამოქვეყნდა ინტერნეტ-პორტალზე „ბიზნესი და კანონმდებლობა“

http://b-k.ge/main/877-..html

პროგრამა

ტრეინინგი „გამზომი მოწყობილობები რესურეფექტურ და სუფთა წარმოებისთვის”, თბილისი, 22-23 მარტი, 2107

IMG_2729
სიახლეები, ტრეინინგები

მიმდინარე წლის 22-23 მარტს UNIDO-ს რესურსეფექტური და სუფთა წარმოების პროექტის ფარგლებში ქართველი ექსპერტებისათვის და კომპანიებისთვის, რომლებიც მონაწილეობას იღებენ პროექტში, ჩატარდა ტრეინინგი წარმოების პროცესში სხვადასხვა გამზომი მოწყობილობის გამოყენების შესახებ. ტრეინინგი ჩაატარა საერთაშორისო ექსპერტმა ბ-მა იოჰანეს ფრესნერმა.

22 მარტს დღის პირველ ნახევარში ენერგოეფექტურობის ცენტრში ჩატარდა ტრეინინგის თეორიული ნაწილი. იმავე დღის მეორე ნახევარში და 23 მარტს უცხოელმა ექსპერტმა და ტრეინინგის მონაწილეებმა შერჩეულ საწარმოებში პრაქტიკულად გამოცადეს სხვადასხვა გამზომი მოწყობილობები სამრეწველო პროცესში.

მეორე რიგის ფინალური ტრეინინგი, თბილისი, 26 აპრილი, 2016

IMG_2609
ტრეინინგები

2016 წლის 26 აპრილს ენერგოეფექტუროობის ცენტრში (თბილისი) გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომლის მიზანი იყო სადემონსტრაციო საწარმოებში ქართველი ექსპერტების მიერ ჩატარებული რესურსეფექტური და სუფთა წარმოების შესაძლებლობების კვლევის შედეგების საბოლოო განხილვა. სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდნენ საერთაშორისო ექსპერტი, პროექტის კოორდინატორი საქართველოში და რვა ადგილობრივი ექსპერტი. ადგილობრივმა ექსპერტებმა წარმოადგინეს თავიანთი კველვის შედეგები, მათ შორის, საწარმოების რესურსეფექტურობის და სუფთა წარმოების ინდიკატორები ( რესურსების გამოყენება, გარემოს დაბინძურება, პროდუქციის გამოშვება, რესურსების გამოყენების და დაბინძურების ინტენსივობა), ასევე საწარმოებში რესურსების უფრო ეფექტურად გამოყენების, გარემოს დაბინძურების შემცირების, მომუშავეთა ჯანმრთელობის და უსაფრთხოების დაცვის  შესაძლო ღონისძიებები.

Agenda GEO

ვიზიტი კომპანია “სარინი”-ში , 26 თებერვალი 2015

IMG_0593
ტრეინინგები

26 თებერვალს საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები მოინახულეს სადემონსტრაციო კომპანია “სს სარინი” რუსთავში.

კომპანიის მენეჯერებს წარუდგინეს  ჩატარებული რესურსეფექტური და სუთა წარმოების შეფასების შედეგები, იდენტიფიცირებული ღონისძიებები და მათი განხორციელების ეკონომიკური და გარემოსდაცვითი მაჩვენებლები. ისაუბრეს ამ ღონისძიებების  განხორციელების შესაძლებლობებზე.