წრიული ეკონომიკა

ცირკულარული ეკონომიკა მიზნად ისახავს პროდუქტების, აღჭურვილობისა და ინფრასტრუქტურის უფრო დიდხანს გამოყენებას, ამით ამ რესურსების პროდუქტიულობის გაუმჯობესებას. ყველა “ნარჩენი” უნდა გახდეს “საკვები” სხვა პროცესისთვის: ან სუბპროდუქტი ან ამოღებული რესურსი სხვა ინდუსტრიული პროცესისთვის ან როგორც რეგენერაციული რესურსი ბუნებისთვის (მაგალითად, კომპოსტი). ეს რეგენერაციული მიდგომა ეწინააღმდეგება ტრადიციულ ხაზოვან ეკონომიკას, რომელსაც აქვს წარმოების “აიღე, გააკეთე, განკარგე” მოდელი.