ნარჩენების მართვა

ისეთი პროდუქტის მწარმოებლები, იმპორტიორები, დისტრიბუტორები და გამყიდველები, რომელიც გავლენას ახდენს ნარჩენების მოცულობის ზრდაზე, პასუხისმგებლები არიან მათი საქმიანობის შედეგად წარმოქმნილ ნარჩენებზე. უდიდესი პასუხისმგებლობა ეკისრება მწარმოებელს, რადგან ის გავლენას ახდენს პროდუქტის შემადგენლობასა და მახასიათებლებზე და მის შესაფუთ მასალაზე. მწარმოებელი ვალდებულია იზრუნოს ნარჩენების წარმოქმნაზე, გადამუშავებადი პროდუქტების შექმნაზე დამათი პროდუქტის ხელახალი გამოყენებისა და გადამუშავების ბაზრის განვითარებაზე. ეს პრაქტიკულად ნიშნავს, რომ მწარმოებლები პასუხისმგებელნი არიან საკუთარ პროდუქტებზე პროდუქტის სასიცოცხლო ციკლის ბოლომდე, ანუ “დასაბამიდან  – დასასრულამდე” და მათ შეუძლიათ შეასრულონ მათი ვალდებულებები ინდივიდუალურად ან კოლექტიურად (კოლექტიური სქემის ფორმირება).

მწარმოებლის გაფართოებული პასუხისმგებლობის პრინციპის მიხედვით, ბატარეების / აკუმულატორების, საპოხი ზეთების, ელექტრომოწყობილობებისა და მანქანების მწარმოებლებმა / იმპორტიორებმა უნდა შექმნან მართვის მთელი სისტემა,  ნარჩენების დემონტაჟის / დაბინძურების / გადამუშავების საჭირო შესაბამისი საწარმოების ჩათვლით. ამ შემთხვევაში, სისტემაში შეიძლება იყოს გამოყენებული საქართველოში უკვე არსებული ინფრასტრუქტურა, მაგრამ  საჭირო იქნება ასევე  ახალი ინვესტიციისგანხორციელებაც.

პრინციპი “დამაბინძურებელი იხდის”

 ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრინციპია ნარჩენების მართვის ფინანსურად მდგრადი საქმიანობა, რომელიც დაფუძნებულია “დამაბინძურებელი იხდის” პრინციპზე. დამაბინძურებლებმა უნდა აიღონ საკუთარ თავზე მათი საქმიანობის შედეგების სრული ხარჯები. ნარჩენების წარმოქმნის, დამუშავებისა და განკარგვის ხარჯები უნდა იყოს გათვალისწინებული პროდუქტის ფასში. უნდა იქნას გამოყენებული ნარჩენების შეგროვებისა და გათავსების  მომსახურების სრული ხარჯების დაფარვის პრინციპი,ასევე მნიშვნელოვანია ფინანსური სტიმულირების ინსტრუმენტების დანერგვა ნარჩენების ხელახალი გამოყენების და გადამუშავებისთვის

ნარჩენების შემცირება

ნარჩენების წყაროს სეპარირება სახიფათო ნარჩენების მოცულობის შემცირების უმარტივესი და ყველაზე ეკონომიური მეთოდია. ცალკეული ურნების გამოყენებამ, ამ საკითხზე სწავლებების ჩატარების საშუალებით, შეიძლება შემცირდეს არასახიფათო ნარჩენების რაოდენობა, რომლებიც ხდება სახიფათო ნარჩენი დაბინძურების შედეგად.. ამ მიდგომამ შედეგად, შეიძლება წარმოიქმნას ნარჩენები, რომელთა გადამუშავება შესაძლებელია და აქვს პოტენციალი შემოსავლიანი იყოს.

ამ დროისთვის, საქართველოს კერძო სექტორის ორგანიზაციებს, რომლებიც ნარჩენების მართვით არიან დაკავებულნი, მრავალი პრობლემა ექმნებათ, მათ შორის არასაკმარისი მოწყობილობები ნარჩენების შესაგროვებლად, სახიფათო ნარჩენების შესახებ კანონმდებლობის ხარვეზები, ანგარიშგების სათანადო  მექანიზმების არარსებობა და არასაკმარისი ინფორმაცია თუ რა გზას გადის ნარჩენი წყაროდან გადამუშავების/განთავსების ადგილამდე. . ნარჩენების ტრანსპორტირების სერვისები ეტაპობრივად განვითარდება, რადგან ნარჩენების წარმომქმნელებისა და გამწმენდი ნაგებობების  მოთხოვნა შესაბამის სერვისებზე გაიზრდება დროთა განმავლობაში.

იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ სახიფათო და არასახიფათო ნარჩენების შერევა და შესაძლებელი იყოს შემდგომი გადამუშავება, სამშენებლო ნარჩენების შეგროვებისა და ტრანსპორტირების სისტემა უნდა ითვალისწინებდეს ნარჩენების წყაროსთან სეპარირებას  (მათ შორის სახიფათო მასალების / კომპონენტების მოცილება). ამრიგად, უნდა დადგინდეს კონკრეტული სახიფათო ნარჩენების შეგროვებისა და ტრანსპორტირების შესაძლებლობები, მაგალითად, აზბესტის შემცველი ნარჩენები, PCB / PAH შემცველი ნარჩენები, ელექტრონარჩენები და ნათურები, რაც შეიძლება განხორციელდეს შესაბამისი ნებართვების მქონე კომპანიების მიერ.

2017 წლიდან საქართველოს მუნიციპალიტეტებმა შეიმუშავეს მუნიციპალური ნარჩენების მართვის სამოქმედო გეგმებირაც საქართველოსთვის ახალი ინიციატივაა. შესაბამისად, ყველა მუნიციპალიტეტსუნდა ქონდეს 5-წლიანი სამოქმედო გეგმა. ეს გეგმები უნდა შეესაბამებოდეს ნარჩენების მართვის ეროვნულ სამოქმედო გეგმას და შეიცავდეს სრულყოფილ ინფორმაციასა და მონაცემებს ნარჩენების შეგროვების არსებული სისტემის, შეგროვებული და ნაგავსაყრელზე განთავსებული როგორც არასახიფათო, ასევე სახიფათო ნარჩენების რაოდენობისა და ტიპების, ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმოების ადგილმდებარეობის შესახებ, შესაბამის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ღონისძიებს, ნარჩენების სეპარირებული შეგროვების, მუნიციპალური ნარჩენების გადამუშავებასა და შენახვის სისტემის შესაქმნელად, ბიოდეგრადირების ნარჩენების  ნარჩენების ახალი გადამუშავების ობიექტების მშენებლობის გეგმების, საზოგადოების ცნობიერების ამაღლების პროგრამებისა და სხვა საკითხების ჩათვლით.

საქართველოში ნარჩენების მართვის მდგრადი სისტემის დასანერგად, უნდა განვითარდეს ნარჩენების დაწვა და მისი ენერგიად გამოყენება ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე. . ნარჩენების დაწვა – ნარჩენების მართვის ინტეგრირებული მიდგომის მნიშვნელოვანი ნაწილია, რაც ხელს უწყობს ნარჩენების შემცირებას, ხელახალ გამოყენებასა და გადამუშავებას.