ცნობიერების ამაღლება

რესურსეფექტური და სუფთა წარმოების ადვოკატირება და ამ მიმართულებით ცნობიერების ამაღლება პროექტის ერთ-ერთ ძირითად საქმიანობას წარმოადგენს. ამ კომპონენტის მიზანია რესურსეფექტური და სუფთა წარმოების კონცეფციის, მეთოდოლოგიის და სარგებლის შესახებ ინფორმაციის ფართო გავრცელება მცირე და საშუალო ზომის საწარმოებში და სხვა ორგანიზაციებში. ცნობიერების ამაღლებას, შესაძლებლობების გაძლიერებას, კადრების მომზადებას და სადემონსტრაციო პროექტებს გადაწყვეტი მნიშვნელობა გააჩნიათ  რესურსეფექტური და სუფთა წარმოების ფართოდ გამოყენებისათვის ქართულ სამრეწველო საწარმოებში.

ცნობიერების ამაღლების მიზნით პროექტის ფარგლებში ჩატარდა და ტარდება ფორუმები და სხვა შეხვედრები თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში, რომელშიც მონაწილეობას იღებენ მცირე და საშუალო ბიზნესის, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, აკადემიური ინსტიტუტების, არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლები.