ქუთაისის RECP კლუბის მესამე შეხვედრა, 9 ივნისი 2016

ტრეინინგები RECP კლუბებისათვის

წყალი და ჩამდინარე წყლები; მასალები და ნარჩენები

UNIDO/RECP ქართული მხარის მიერ ჩატარდა ტრეინინგი თემაზე წყალი და ჩამდინარე წყლები; მასალები და ნარჩენები 9 ივნისს, ქუთაისში (პუშკინის #6), დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში:

დღის წესრიგი

– რა ახდენს გავლენას წყლის ინტენსიურ მოხმარებაზე კომპანიაში;ნ.ჯავშანაშვილმა, RECP კლუბების კომპონენტის კოორდინატორმა ჩაატარა ტრენინგი მოდულ 3-ზე, რომელიც მოიცავდა შემდეგ თემებს:

– რატომ არის საჭირო წყლის ყაირათიანად მოხმარება;

– როგორ და რაში გამოიყენება წყალი კომპანიებში;

– ტიპიური პრობლემები დამათი ტიპიური გადაწყვეტის გზები;

– პრაქტიკული სავარჯიშო წყლის მოხმარების და დანაკარგების გასაცნობიერებლად;

-წყლის მონაცემთა შეგროვების სამუშო ფურცლების გაცნობა;

– ეროვნული მაგალითები, გამოწვევები;

– RECP ვარიანტები წყლის ეფექტიანად მოხმარების გასაზრდელად.

შემდეგი მოდული 4 კი შემდეგ თემებს მოიცავდა:

– რა ახდენს გავლენას მასალების ინტენსიურ მოხმარებაზე და ნარჩენების წარმოქმნაზე კომპანიაში;

– რატომ არის საჭირო მასალების ყაირათიანად მოხმარება და ნარჩენების მოცულობის შემცირება;

– როგორ მოვახდინოთ ნარჩენების რეციკლირება;

– ტიპიური პრობლემები დამათი ტიპიური გადაწყვეტის გზები;

– პრაქტიკული სავარჯიშო მასალების მოხმარების, დანაკარგების და ნარჩენების ტიპების გასაცნობიერებლად;

– მასალების და ნარჩენების მონაცემთა შეგროვების სამუშო ფურცლების გაცნობა;

– ეროვნული მაგალითები, გამოწვევები;

– RECP ვარიანტები მასალების ეფექტიანად მოხმარების გასაზრდელად და ნარჩენების მოცულობის შესამცირებლად და რა იქნება შემდეგი ნაბიჯი.

RECP კლუბების კოორდინატორსა და საწარმოების წარმომადგენლებს შორის გაიმართა დისკუსია წყლის რესურსებთან დაკავშირებით კომპანიებში არსებულ პრობლემებზე და კომპანიებში ვიზიტების შედეგებზე, ასევე, ნედლეულთან დაკავშირებულ თემებსა და ნარჩენების მართვის საკითხებზე. ტრენინგის მონაწილეებმა წარმოაჩინეს პრობლემატური საკითხები და ის გამოწვევები, რომელთა წინაშეც დგანან, ისეთები როგორიცაა: წყლის დიდი რაოდენობით მოხმარება, მასალებზე გაზრდილი ფასები, მოძველებული ინფრასტრუქტურა, ფინანსური ბარიერები და ა.შ.

UNIDO/RECP-ის გუნდი განაგრძობს კომპანიებთან მუშაობას საწარმოებში არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, მათი მოტივაციის და ინტერესის გასაძლიერებლად.

საწარმოებმა გამოხატეს დიდი მოლოდინი RECP ვარიანტების განხორციელებისთვის საჭირო ინვესტიციებზე. ასევე, სასურველი კრედიტების მოპოვების მიზნით ადგილობრივ და საერთაშორისო ბანკებსა თუ დონორებთან ურთიერთობაში დახმარების აღმოჩენის სურვილი გამოთქვეს.