სუფთა წარმოება

რესურსეფექტური და სუფთა წარმოება (RECP)

რესურსეფექტური და სუფთა წარმოება გულისხმობს გარემოსდაცვითი მეთოდების და ტექნოლოგიების კომპლექსური მენეჯმენტის პრაქტიკის დანერგვას წარმოებაში რათა მიღწეულ იქნას:

  • ბუნებრივი რესურსების ეფექტური გამოყენება – ნედლეულის, წყლისა და ენერგიის მოხმარების შემცირება;
  • გარემოზე ზემოქმედების მინიმიზაცია სათბურის გაზების, სხვა მავნე ნივთიერებების ემისიებების და ნარჩენების შემცირების გზით;
  • ადამიანების ჯანმრთელობის დაცვა საწარმოო გარემოს და შრომის უსაფრთხოების სისტემების გაუმჯობესების გზით.

რესურსეფექტური და სუფთა წარმოების მეთოდები

რესურსეფექტური და სუფთა წარმოების დამკვიდრებული მეთოდები მოიცავს როგორც ნაკლებხაჯიან ასევე მაღალხარჯიან მეთოდებს მათ  შორის:

  • კარგი მეურნეობა;
  • ნედლეულის შეცვლა;
  • საწარმოო პროცესების უკეთ კონტროლი;
  • მოწყობილობების და ტექნოლოგიების შეცვლა;
  • ნარჩენების, წყლისა და ენერგიის საწარმოშივე რეციკლიზაცია/ხელახალი გამოყენება;
  • ნარჩენებისაგან სასარგებლო პროდუქციის წარმოება;
  • პროდუქციის მოდიფიკაცია

რესურსეფექტური და სუფთა წარმოების სარგებელი

სამრეწველო საწარმოები და სხვა ორგანიზაციები, რომლებიც გამოიყენებენ რესურსეფექტური და სუფთა წარმოების მეთოდებს და ტექნოლოგიებს მიიღებენ სამმაგ სარგებელს:

  • შეუმცირდებათ რესურსების, როგორიცაა ენერგია, წყალი, ნედლეული, მოხმარება და დაეზოგებათ ამასთან დაკავშირებული ხარჯები;
  • შემცირდება ნარჩენების წარმოქმნა, წყლისა და ჰაერის დაბინძურება;
  • შემცირდება ადამიანის ჯანმრთელობისათვის რისკის ფაკტორები, რაც უკავშირდება წარმოებაში სახიფათო ქიმიური ნივთიერებების გამოყენებას და გარემოში განთავსებას