საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ შეიმუშავა კანონის პროექტი “სამრეწველო ემისიების შესახებ” და მისგან გამომდინარე კანონპროექტები

სიახლეები, ღონისძიებები
გაცნობებთ, რომ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ შეიმუშავა კანონის პროექტი “სამრეწველო ემისიების შესახებ” და მისგან გამომდინარე კანონპროექტები.
კანონპროექტის შემუშავება გათვალისწინებულია „ერთის მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებსა და მეორეს მხრივ, საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებით“. კანონპროექტი ეფუძნება „სამრეწველო ემისიების შესახებ“ 2010 წლის 24 ნოემბრის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2010/75/EU დირექტივას და ადგენს სამრეწველო საქმიანობის შედეგად ატმოსფერულ ჰაერში, წყალში და მიწაში ემისიებთან დაკავშირებულ ახალ სამართლებრივ რეჟიმს, მათ შორის, დაბინძურების გამომწვევი სამრეწველო საქმიანობებისთვის ინტეგრირებული ნებართვის გაცემის წესს, პირობებს, პირობების შესრულების კონტროლს, სახელმწიფო ორგანოებისა და ფიზიკური/იურიდიული პირების უფლება/მოვალეობებს და სხვა.
საჯარო გაცნობისა და განხილვის მიზნით, სამინისტრო აქვეყნებს ,,სამრეწველო ემისიების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტს და მისგან გამომდინარე კანონპროექტებს.

კანონპროექტთან დაკავშირებით შენიშვნების და წინადადებების წარმოდგენა შესაძლებელია 2021 წლის 15 – დეკემბრის ჩათვლით, ელექტრონული ფოსტის მისამართზე: Akaki.Veltauri@mepa.gov.ge
იხ. დანართები: კანონის პროექტი – სამრეწველო ემისიების შესახებ 2021წ
,,გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“2021წ
„ნარჩენების მართვის კოდექსში“ ცვლილების შეტანის თაობაზე“2021წ
  ცვლილება სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებელის შესახევ 2021წ
ცვლილება სისხლის სამართლის კოდექსი 2021წ
ცვლილება შეფასების კოდექსში 2021წ
ცვლილება ცხოველთა სამყაროს კანონის შესახებ 2021წ
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“
ცვლილება ჰაერის შესახებ კანონში 2021წ
ცვლილება ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ 2021