რესურსეფექტური და სუფთა წარმოების (რესწ) კლუბების სერტიფიკატების გადაცემა , 28.10.21:

კლუბების დაჯილდოვება, სიახლეები, ტრეინინგები RECP კლუბებისათვის, ღონისძიებები

ღონისძიება ორიენტირებულია შემდეგ ძირითად მიზნებზე:

• მონაწილეებისა და ძირითადი დაინტერესებული მხარეების ცნობიერების ამაღლება საქართველოში „EU4Environment“ აქციის „ცირკულარული ეკონომიკა და ახალი ზრდის შესაძლებლობები“ კომპონენტის შესახებ და მიღწეული პროგრესის განხილვა

• 2020 წლიდან დღემდე მიღწევებისა და პროექტის კომპონენტების განხორციელების გეგმების წარდგენა

• 2020-2021 წლებში დაფუძნებული რესწ კლუბების მონაწილეებისთვის სერთიფიკატების გადაცემა

ღონისძიება ღიაა ყველა დაინტერესებული მხარისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან მწვანე ეკონომიკის, წრიული ეკონომიკის, რესურსეფექტური და სუფთა წარმოების, სამრეწველო განვითარებისა და გარემოს დაცვის საკითხებით. ღონისძიების მონაწილეები იქნებიან: რესწ კლუბ 2020-ის და რესწ კლუბ 2021-ის წევრი კომპანიები, რესწ ექსპერტები და რესწ სასწავლო პროგრამის მონაწილეები, პროექტში ჩართული კომპანიების წარმომადგენლები, EaP Green პროგრამის ფარგლებში შექმნილი რესწ კლუბების წარმომადგენლები. ღონისძიებაზე მოწვეულნი არიან: EU4Environment პროგრამის ეროვნული კოორდინატორები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან, EU4Environment პროგრამის ეროვნული სამოქმედო კოორდინატორი, იმ რეგიონალური ადმინისტრაციებისა და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები, სადაც რესწ კლუბები შეიქმნა.

ღონისძიება ჩატარდება 2021 წლის 28 ოქტომბერს 11:00-დან 13:00 საათამდე. ღონისძიება ჩატარდება ონლაინ Zoom-ის პლატფორმაზე, ქართულ ენაზე. ღონისძიების გახსნის ნაწილში უზრუნველყოფილი იქნება სინქრონული თარგმანი ინგლისურ ენაზე.

Zoom ბმული: https://us06web.zoom.us/j/83602544358?pwd=QzlMVnM2Q3Mvcmp6akdTNTZESG5rQT09

Meeting ID: 836 0254 4358

Passcode: 535218

ღონისძიების მასალა