ევროკავშირისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ციფრული ადაპტაციის პროგრამა

მედია, სიახლეები, ღონისძიებები, ცნობიერების ამაღლება

ევროკავშირისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ციფრული ადაპტაციის პროგრამა გამიზნულია მიკრო, მცირე და საშუალო ზომის კომპანიებისთვის, რომლებიც დაინტერესებულები არიან საკუთარი ბიზნესის ციფრულ სივრცეში გადატანით.

პროგრამის ფარგლებში, კომპანიები შეძლებენ:

  • გააციფრულონ მარაგები და განათავსო პროდუქცია ელექტრონული კომერციის  ადგილობრივ პლატფორმაზე
  • გაიარონ ტრენინგი სოციალური მედიისა და ციფრული მარკეტინგის საფუძვლებში

პროექტში კომპანიების ჩართვა ხდება შერჩევის/კონკურსის საფუძველზე. დაინტერესების შემთხვევაში კომპანიებმა უნდა შეავსონ განაცხადი ამ ბმულზე. დარეგისტრირებულ კომპანიებს პროექტის წარმომადგენლები დაუკავშირდებიან დამატებითი დეტალების და პირობების გასაცნობად.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ: knowhowgeorgia@ebrd.com

პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ, ევროკავშირი ბიზნესისათვის EU4Business პროგრამის ფარგლებში.